„თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”
საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზის - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის” თავდაპირველი ავტორი გახლდათ დიდი რომაელი ისტორიკოსისა და სახელოვანი ძველ ბერძენი პოლიტიკური მოღვაწის – ეპამინოდასის ბიოგრაფიის ავტორის და გენიალური რომაელი ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის უახლოესი მეგობარი - კორნელიუს ნეპოსი (ძვ.წ.აღ-ით 99-24 წლები). (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდგომ, ნეპოსის მიერ პირველად გამოყენებულ ფრაზას გამოჩენილმა ძველ რომაელმა სამხედრო ისტორიკოსმა და თეორიტიკოსმა – პუბლიუს ფლავიუს ვეგეციუს რენატუსმა V საუკუნეში დაწერილ თავის წიგნში – „სამხედრო საქმის მოკლე მიმოხილვა”, შემდეგი სახის ფორმულირება გაუკეთა: „ვისაც სურს მშვიდობა, დაე ემზადოს ომისთვის; ვისაც სურს გამარჯვება, დაე ესწრაფვოს ჯარისკაცების სწავლებას; ვისაც სურს ხელსაყრელი შედეგის მიღება, დაე აწარმოოს სამხედრო ხელოვნებასა და ცოდნაზე დამყარებული ომი და არა შემთხვევითობაზე; ვერავინ გაბედავს გამოიწვიოს და შეურაცხყოს ის, ვისზეც იციან, რომ ბრძოლაში იგი მასზე ძლიერი იქნება”.
საინტერესოა ის გარემოება,რომ კორნელიუს ნეპოსის „ფრთიანი ფრაზის” (Si vis pacem,para bellum) ბოლო ორი სიტყვა – „ემზადე ომისთვის” ანუ “para bellum”-ი სახელგანთქმულმა ავსტრიელმა იარაღის-კონსტრუქტორმა – გეორგ იოჰან ლუგერმა,მის მიერ 1898 წელს შექმნილ საყოველთაოდ ცნობილ პისტოლეტს უწოდა (პარაბელუმი). – (ავტორი გენია.ჯი)
კორნელიუს ნეპოსი
პუბლიუს ფლავიუს ვეგეციუს რენატუსი
გეორგ იოჰან ლუგერი
პარაბელუმი (“para bellum” ანუ „ემზადე ომისთვის”)