გურამ ასათიანი წერდა…
„არსებობენ ტიპები,რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ყველაფერს ხელს მოაწერენ, ყველაფერს იკადრებენ, ქვემძრომივით ხოხვასაც კი ისწავლიან, ოღონდ როგორმე მიწის ზედაპირს შერჩნენ.ასეთ „ტიპებს” უზენაეს ნეტარებას იმის წაბილწვა ჰგვრის,რაც მათ თანამოძმეთა წმინდა სიყვარულის საგანია.მათი ერთადერთი ვნება წვრილმანი პატივმოყვარეობაა და ესეც მხოლოდ ჰეროსტატეს კომპლექსში – ნგრევის დაუოკებელ წადილში მჟღავნდება,რადგან თავად მათ არავითარი პოზიტიური ფასეულობის შექმნა არ ძალუძთ.ასეთი ტიპის „გადარწმუნება” თითქმის შეუძლებელია,ვინაიდან მათ საერთოდ არავითარი რწმენა არ გააჩნიათ,ამიტომ არის,რომ ნებისმიერ ხატზე შეუძლიათ ილოცონ.ეშმაკსაც და ანგელოზსაც ერთნაირი ხალისით დაუდგება მოჯამაგირედ.მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მათი კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიჭი: სწორედ ამ ღვთისგარეგან სუბიექტებს ხელეწიფებათ ყველაზე უკეთ ნებისმიერი საღი,ნათელი იდეის ჩვეულებრივ უხამსობამდე დაყვანა”. – (ავტორი გენია.ჯი)