„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ცხოვრების უდიდესი ტრაგედია ის კი არ არის,რომ ადამიანები იღუპებიან,არამედ ის,რომ ისინი სიყვარულზე იღებენ ხოლმე ხელს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პარადოქსულია,რომ გასრესილი ხალხის შვილი სხვა (მის მიმართ უდანაშაულო) ხალხის გასრესაში ჰპოვებს შვებას”.

* * *

„სიკეთე ერთადერთი ფასეულობაა ამ მოჩვენებით მოვლენათა სამყაროში”.

* * *

„ჭეშმარიტება ყოველთვის მსხვერპლად ეწირებოდა ადამიანის პატივმოყვარეობას,პირად კეთილდღეობასა და სარგებლობას”.

* * *

„ვიდრე ადამიანი ნამდვილად ცოცხალია,სიტყვა „გვიან” მისთვის არ უნდა არსებობდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული ისევე ხშირად დაუწყევლიათ,როგორც უდიდებიათ”.

* * *

„საუკუნეთა სიბრძნემ განსაჯა: ყველა ჭეშმარიტება როდი ითქმის”.

* * *

„სათნოება თვითონაა თავისივე ჯილდო”.

* * *

„უცხო ხილი ყოველთვის რაღაც საიდუმლოებას გპირდება”.

* * *

„სიყვარული ყოველთვის არ არის ბრმა და არაფერია იმაზე უფრო მტანჯველი,როდესაც გიყვარს მთელი გულით ადამიანი და იცი, რომ ის ამ სიყვარულის ღირსი არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>