რისი აღმნიშვნელია ფილიპინურ ენაზე სიტყვა – „ამოკ”?
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყნის – ფილიპინების რესპუბლიკის ოფიციალურ ენაში – „ფილიპინოში” გვხვდება სიტყვა – „ამოკ”,რომელსაც ერთობ საშინელი და ტრაგიკული შემთხვევის აღსანიშნავად წარმოთქვავენ ფილიპინელები. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ფილიპინელები ალერსიანი,გულისხმიერი და მიმნდობი ხალხია,თუმცა ამასთანავე უჩვეულო სიამაყითაც არიან გამორჩეულნი და ვერ იტანენ დამცირებას.იმ შემთხვევაში,თუ ფილიპინელი მამაკაცი ისეთ დღეში ჩავარდება,რომელიც მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფს და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სხვა გზა აღარ რჩება,ის შოულობს იარაღს,ჰკლავს ჯერ შვილებს,მერე – ცოლს,მერე – ყველას განურჩევლად,ვინც ამ ტრაგედიას შეესწრება და თუ მანამდე სხვებმა არ იმსხვერპლეს,უკანასკნელი ტყვიით თავადაც იკლავს თავს.აი,სწორედ ასეთი ტრაგიკული შემთხვევის აღსანიშნავად გამოიყენებენ ფილიპინელები სიტყვა – „ამოკს”,რომლის წარმოთქმასაც ისინი მაქსიმალურად გაურბიან. – (ავტორი გენია.ჯი)