ასე მოეფერა სამსონ ფირცხალავა მონატრებულ სამშობლოს…
უცხოეთში იძულებითი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულმა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და საზოგადო მოღვაწემ – სამსონ ფირცხალავამ (1872-1952 წლები) უზომოდ მონატრებულ სამშობლოს ერთობ ამაღელვებელი სიტყვებით მოეფერა:
„კვლავ შენთანა ვარ,ჩემო სამშობლოვ! სალამი ჩემო მშვენიერო,მრავალფრად მოხატულო,ყოველი სიმდიდრით შემკულო,გულით კეთილშობილო,გმირულო ქვეყანავ,სალამი შენ!
ჩემი გული შენი სიყვარულის ცეცხლით ძგერს,გონებას შენი ფიქრი წარმართავს,ჩემს არსებას მხოლოდ შენ ფლობ,ვსუნთქავ შენს ჰაერს,ვჭვრეტ შენს სახეს,მესმის შენი ხმა,შევცქერი შენს დიდებულ აწმყოს და შენ მიღიმი,მეალერსები,შენს მადლს გადმოაფრქვევ ჩემზე.
მიყვარხარ,მიყვარხარ,ჩემო ქვეყანავ!
რა წმინდაა შენი მიწა! აი,დავდივარ თბილისის ქუჩაზე და მეკრძალება,მემძიმება მიწაზე ფეხის დაბიჯება”… – (ავტორი გენია.ჯი)