სტივენ გროვერ კლივლენდი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 24- პრეზიდენტმა – სტივენ გროვერ კლივლენდმა (1837-1908 წლები),რომლის პორტრეტიც 1000 ამერიკულ დოლარიან ბანკნოტზეა აღბეჭდილი,სანამ ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებდა,რამდენიმე ხნის განმავლობაში შერიფად იმუშავა და აღნიშნულ პერიოდში სასტიკი ჯალათის რეპუტაციაც დაიმსახურა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა 1872 წლის 6 სექტემბერს პირადად დასაჯა სიკვდილით მკვლელობისათვის მსჯავრდებული – პატრიკ მორისი.აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ კლივლენდს,როგორც შერიფს,პირადად ევალებოდა განაჩენის სისრულეში მოყვანა,თუმცა ასევე შეეძლო დაქირავებული მკვლელისათვის 10 დოლარის გადახდის შემთხვევაში სინდისი სუფთა შეენარჩუნებინა და განაჩენი მის ნაცვლად სხვას აღესრულებინა.მაგრამ,როგორც აღმოჩნდა… გარდა ამისა,არსებობს ცნობები იმის შესახებაც,რომ მან კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა.აღნიშნულ ინციდენტებს ოპოზიცია და პრესა მუდმივად ახსენებდა ქვეყნის პრეზიდენტობის პერიოდში სტივენ გროვერ კლივლენდს. – (ავტორი გენია.ჯი)
სტივენ გროვერ კლივლენდის პორტრეტი 1000 ამერიკულ დოლარიან ბანკნოტზე