იცით თუ არა,რომ
1. მეორე მსოფლიო ომის მიმიდინარეობისას,გერმანელ ნაცისტებს ბელორუსიის სოფელ ხატინთან ახლოს გამართული ჰქონდათ ბავშთა საკონცენტრაციო ბანაკი.აღნიშნულ ბანაკში მყოფ პატარებს,სხვა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებისაგან განსხვავებით,ზედამხედველები შედარებით კარგად კვებავდნენ,რადგან მათ ყოველდღიურად უნდა გაეღოთ სისხლი მესამე რაიხის დაჭრილი ჯარისკაცებისათვის.თავის მხრივ კი,სისხლის დოზა დიდდებოდა მსხვერპლის ზრდის შესაბამისად… – (ავტორი გენია.ჯი)
2. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა საფრანგეთში მოღვაწე დიდმა ამერიკელმა მხატვარმა – ალფრედ სისლეიმ,რომელიც ყელის კობოს საშინელი სენით იყო დაავადებული,სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო,იმისათვის რომ უკანასკნელად გამოთხოვებოდა,თავისთან მეგობარს – კლოდ მონეს უხმო.
* * *
3. „რამდენი ადამიანი უნდა გაექურდა ბუნებას,რომ ერთი ასეთი პიროვნება შეექმნაო”. – ამბობდა სახელოვანი რუსი პოეტი და პროზაიკოსი ქალი – მარინა ცვეტაევა გამოჩენილი რუსი პოეტისა და მწერლის – ბორის პასტერნაკის შესახებ.
* * *
4. ძველი ბერძნები პოეზიას – „ამეტყველებულ მხატვრობად” მოიხსენიებდნენ.
* * *
5. ტრაგიკული აღსასრულის მქონე დიდი ქართველი პოეტი – პაოლო იაშვილი მოწოდებით მხატვარი იყო.როგორც ცნობილია,იგი სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა თავის დროს პარიზში,ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად.თუმცა,მოგვიანებით პაოლო პოეზიამ გაიტაცა,ფერწერაზე ხელი აიღო და პოეზიასვე მიუძღვნა მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „uxorious” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და კაცის ერთგულ სიყვარულს აღნიშნავს ცოლისადმი.
* * *
7. „გონგორიზმი” და „კონჩეტიზმი” – XVII საუკუნის პრეტენზიული და ხელოვნური სტილი გახლდათ ლიტერატურაში.
* * *
8. „ოცდაათ წლამდე კრიტიკოსები გაუთლელს მეძახდნენ, ორმოცამდე – თავხედს, ორმოცდაათამდე – ცინიკოსს, სამოცამდე – ჩემი საქმის მცოდნეს,ხოლო ახლა კი,როდესაც სამოცს გადავაბიჯე, – ზერელეს მეძახაინო”, – წერდა სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი და დრამატურგი – უილიამ სომერსეტ მოემი.
* * *
9. გენიალური ფრანგი პოეტი და დრამატურგი – თეოფილ გოტიე,რომელსაც წითელი ქურთუკით სეირნობა სჩვეოდა ხოლმე,სეირნობის ჟამს ქუჩაში დაჰყავდა წითელი ბაფთით დამშვენებული – კიბორჩხალა.
* * *
10. „ყველაზე უკეთესი რამ,რაც ადამიანს ღმერთმა მიანიჭა ამ ტანჯულ ცხოვრებაში,ეს სიკვდილიაო”, – აღიარა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს გენიალურმა ძველ რომაელმა ბუნებისმეტყველმა ფილოსოფოსმა – პლინიუს უფროსმა. – (ავტორი გენია.ჯი)