Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„მერწმუნე,მეგობარო,შენს ჭკუას ნურვის დაანახვებ. რატომ? – თუ ღმერთმა ქნა და საკმაო ნიჭი გამოგაჩნდა საიმისოდ,რომ შეგნიშნონ,ცოტა სახელი გაითქვა (დიდება მოიპოვო-მეთქი,როდი ვამბობ),თუ შეგაქეს,მშვიდობით,უშფოთველო ცხოვრებავ,სულის სიმშვიდევ! მოშურნეთა ხროვა ყიჟინას დაგცემს,უნიჭოთა მთელი არმია,თაეატრთა დარბაზებსა და გაზეთების რედაქციებს რომ ავსებს,თვალთვალს დაუწყებს შენს ყოველ ნაბიჯს,მცირეოდენ შეცდომასაც კი დანაშაულად ჩაგითვლიან,შეურაცგყოფენ,გაგათრევენ,გაფურთხებენ,შენზე ათასგვარ ცილისმწამებლურ ხმას დაარხევენ და მათ ყველა სინამდვილედ მიიჩნევს.ავყიაობისა ყოველთვის როდი სჯერათ,ყოველთვის არც სიმართლისა სჯერათ ხოლმე; ცილისწამება კი მუდამ სარწმუნოდ მოჩანს,რადგან უფრო ლამაზია.ჟურნალისტები,ვისაც საზოგადოებრივი აზრის შექმნა ევალებათ,იტყვიან,რომ შენ ნამუსი ახადე მშობელ დედასა და ყელი გამოღადრე მამაშენს; უნიჭობასაც შეგწამებენ.შენი ნიჭი,ცხადია,მეგობრებსაც შეგძენს,მაგრამ ისინი შორს იქნებიან,დაფანტულები,დამუნჯებულნი; ეს კი ძალიან საწყენად დაგირჩება.თუ სხვათა გონების ფარგლებს გასცილდები,მოშურნენი ეცდებიან,რომ დრო იშოვონ,რათა წუთისოფელს გამოგასალმონ”. – (ავტორი გენია.ჯი)