პოლ მუნე – „ეპიზოდი”
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,ახალგაზრდულ ასაკში მყოფმა თაეტრისა და კინოს გამოჩენილმა ფრანგმა მსახიობმა – პოლ მუნემ (1847-1922 წლები) ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია. (ავტორი გენია.ჯი) გავიდა წლები… პარიზში გასტროლებზე ვოიაჟის დროს დიდ რუს საოპერო მომღერალს – თედორე შალიაპინს ფრანგ ხელოვანთან ერთად სადილობა მოუხდა.შალიაპინი,რომელმაც კარგად უწყოდა მუნეს მიერ დაცული დისერტაციის შესახებ,ძალიან გააკვირვა იმ გარემოებამ,რომ მსახიობმა ხან ერთი ღვინო შეუკვეთა,ხანაც მეორე და თედორესთან ერთად საკმაოდ ბევრი ალკოჰოლური სასმელიც მიირთვა.მას შემდეგ,რაც შალიაპინმა დაიჩივლა,რომ მეტის დალევა აღარ შეეძლო,პოლმა ეშმაკური ღიმილით უთხრა: „ – უნდა შეეჩვიო,უნდა შეეჩვიო.ღვინო აუცილებელია სიცოცხლისათვის,ხოლო არტისტისთვის იგი ნამდვილი შთაგონების აღმძვრელი ნექტარია.
- კი მაგრამ,თქვენი დისერტაცია ხომ ალკოჰოლის მავნებლობაზეა დაცული, – ჰკითხა გაოცებულმა შალიაპინმა თანამეინახეს.
- ო, მე მაშინ ჭაბუკი გახლდით.დისერტაცია თეორიაა,ცხოვრება კი ყოველგვარ თეორიებს შთანთქავს,ვითარცა სატურნი საკუთარ შვილებს.გარწმუნებთ,ახლა ხელს არ მოვკიდებდი და ვერც შევძლებდი ღვინის მავნებლობაზე დისერტაციის დაცვას,პირიქით,მზად ვარ სიამოვნებით დავიცვა მისი სარგებლიანობა. – უპასუხა ასაკოვანმა პოლ მუნემ შალიაპინს და კვლავაც ერთი ბოთლი ღვინო შეუკვეთა მიმტანს. – (ავტორი გენია.ჯი)