უილიამ სომერსეტ მოემი – „სიბერე”
„სიბერეს შიშით არ უნდა უყურო.მთლიანი სიცოცხლე სიჭაბუკესა და დავაჟკაცებასთან ერთად სიბერესაც გულისხმობს.დილის მშვენიერება და შუადღის ბრწინვალება კარგია,მაგრამ ძალიან ბრიყვი უნდა იყოს კაცი,თუ ფარდებს ჩამოუშვებს და სინათლეს აანთებს,რათა შეღამების სიმშვიდე არ დაინახოს.სიბერეს თავისი სიამე გააჩნია,მართალია,განსხვავებული,მაგრამ ახალგაზრდობის სიამეს არ ჩამოუვარდება.ფილოსოფოსები ერთთავად ჩაგვჩიჩინებენ,საკუთარ ვნებათა მონები ხართო და განა ცოტაა მათი ძალმომრეობისაგან განთავისუფლებაო? ბრიყვს სიბერეც ბრიყვული ექნება,მაგრამ სიყმაწვილეც ხომ ასეთი ჰქონდა? ახალგაზრდა შიშით პირს იბრუნებს ხოლმე სიბერისაგან,რადგან ჰგონია,ამ ხნის რომ მოიყრება,მაშინაც იგივე მოენატრება,რაც მის სიყმაწვილეს მრავალფეროვნებასა და ლაზათს აძლევდა.სცდება,მართალია,მოხუცს ალპების დალაშქვრა აღარ ძალუძს და აღარც ლამაზი გოგონას წამოგორება შეუძლია საწოლზე; ისიც მართალია,რომ სხვებშიაც აღარ იწვევს ვნებათაღელვას,მაგრამ სიბერე უპასუხო სიყვარულის ტკივილისაგან და ეჭვიანობის ტანჯვისაგან დახსნას ნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) სურვილების მოსპობასთან ერთად ახალგაზრდობის მომწავლელი შურიც ცხრება.მაგრამ ეს ყველა უარყოფითი უპირატესობანია.მოხუცებულობას დადებითი უპირატესობაც გააჩნია.რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვა,მოხუცს მეტი დრო აქვს.ჩემი ახალგაზრდობის ჟამს პლუტარქეს ერთმა ნათქვამმა განმაცვიფრა: კატონმა ოთხმოცი წლისამ დაიწყო ბერძნულის შესწავლაო.ახლა აღარ მიკვირს,სიბერე ისეთ საქმეებს ჰკიდებს ხელს,რომელსაც ახალგაზრდობა გაურბის,ესაო და დიდ დროს წამართმევსო.სიბერე გემოვნებას აუმჯობესებს.სიბერე საკუთარ სრულყოფაში პოულობს კმაყოფილებას.იგი ადამიანური ეგოიზმისგან თავისუფალია.ბოლოს და ბოლოს,გათავისუფლებული სული წარმავალი წუთით ხარობს,მაგრამ არ სთხოვს წუთს შეჩერებას,რადგან მან უკვე დაასრულა საკუთარი ზრახვა”. – (ავტორი გენია.ჯი)