ლონდონის მეტროპოლიტენი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში 1863 წლის 10 იანვარს იქნა გახსნილი. (ავტორი გენია.ჯი) ახლადგახსნილი მეტროს ვაგონების გამწევ ძალას,თავდაპირველად ორთქლის ძრავაზე მომუშავე ლოკომოტივები წარმოადგენდნენ,რომელთაგანაც გამონაბოლქვი კვამლი მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ცუდი ვინტილიაციის გამო სადგურებზე მგზავრთათვის ერთობ გაუსაძლის პირობებს ქმნიდა.იმისათვის,რომ ამ ინოვაციურ ტრანსპორტს მგზავრთა ნაკადი არ დაეკარგა,რამდენიმე ხნის განმავლობაში ლონდონის მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია მოსახლეობას არწმუნებდა – მედიკოსების მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყვეს,ლოკომოტივების ორთქმავლებიდან გამონადენი კვამლი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით შედეგს იძლევა,რადგან იგი ორგანიზმიდან ყოველგვარი არასასურველი ნივთიერებების განდევნას უწყობს ხელსო. – (ავტორი გენია.ჯი)