რა ურჩია ენგრმა ედგარ დეგას?
გენიალური ფრანგი მხატვარი და სკულპტორი - ედგარ დეგა (1834-1917 წლები),რამდენიმე ხნის განმავლობაში ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლის პარალელურად დიდი ფრანგი მხატვრის – ლუი ლამოტის სახელოსნოშიც იყო დასაქმებული. (ავტორი გენია.ჯი) ყმაწვილი დეგას კუმირ მხატვარს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი წარმოადგენდა,რაც კარგად უწყოდა ლამოტმა.ერთ დღეს ლუიმ თავის საყვარელ მოწაფეს ნატვრა აუსრულა და იგი ენგრს წარუდგინა და გააცნო.სახელოვანმა მხატვარმა სახვითი ხელოვნების სამყაროში ახლადფეხშებიჯებული ედგარი კარგად შეათვალიერა და შემდეგი სახის რჩევა მისცა – „ბევრი უნდა ხატოთ,ჭაბუკო,ბევრი უნდა ხატოთ როგორც მეხსიერებით,ისე ნატურიდან, და, ასე თუ მოიქცევით,დიდი და კეთილშობილი მხატვარი გახდებითო”. – ედგარ დეგამ ენგრის გონივრული რჩევა ყურად იღო და არც შემცდარა,რადგან რამდენიმე ხანში იგი თავადაც დიდ მხატვრად ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი