The Washington Post – „ეპიზოდი”

საკვირველია,თუმცა,როგორც ჩანს, XX საუკუნის დასაწყისისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საერთოდ არაფერი სმენოდათ,ან თუ სმენოდათ,ისიც ძალიან ცოტა რამ,აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გამომგონებლის – ლეონარდო და ვინჩის მიერ 1503-1519 წლებში შექმნილი უკვდავი-შედევრის – „მონა ლიზას” შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთ თვალნათელ მაგალითს კი წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ამერიკული გაზეთი – „The Washington Post”-ი. 1911 წლის 23 აგვისტოს გამოცემულმა „The Washington Post”-ის ერთ-ერთმა ნომერმა მკითხველს აუწყა,რომ ლუვრის უნიკალური მუზეუმიდან მოპარული იქნა და ვინჩის ქმნილება – „მონა ლიზა”,თუმცა გაზეთის გარეკანზე გამოსახულ სურათზე დაკარგული ჯოკონდას ნაცვლად,ლეონარდოს აბსოლუტურად სხვა ქმნილების,კერძოდ კი – „შიშველი დონას” პორტრეტის ფოტო იყო განთავსებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>