Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ადამიანი გაცილებით უფრო ჭკვიანია,ვიდრე მისი ტყიური ძმები; მაგრამ მისი ჭკუა სხვა ბუნებისა როდია.ის ყველას მეტობს,თუმცა არაფერს შეიცავს ისეთს,რაც დანარჩენებს არ გააჩნიათ.ანკი სხვათაგან როგორ გამოვწყვიტოთ,როცა ისიც სხვასავით იძულებულია შთანთქას ცოცხალი არსებანი,თავი რომ დაირჩინოს; მკვლელობის კანონს ისიც მონებს და ისიც სისხლისმსმელ მტარვალად ქცეულა.ისიც მოსისხარი ნადირია და რომ არ შერცხვეს,ჩემს თანამოძმეებს ვჭამო,მათ უარყოფს; ტრაბახობს,ზეციური წარმოშობის ვარო,მაგრამ ყველაფერი მოწმობს მის ნათესაობას ცხოველებთან; ისიც მათსავით იბადება,მათსავით იკვებება,მათსავით მრავლდება და მათსავით კვდება. (ავტორი გენია.ჯი) ისიც მორჩილებს მკვლელობის კანონს,დედამიწის ყველა სულდგმული რომ მონებს.თავის უბადლო ჭკუის შემწეობით იმორჩილებს ცხოველებსა და თუმცა საუცხოოდ გამართული ბოსელი და საჩიხე აქვს,ნადირობა მაინც ყველაფერს ურჩევნია.ნადირობა მეფეთა უსაყვარლესი გართობა იყო; ახლაც ასეა.ადამიანებს ხოცვა-ჟლეტა სიამესა ჰგვრით.სხვა ნადირები კი ასეთ რასმე არ განიცდიან.მტაცებელ ნადირთა დარად,ერთურთის ხორცს არ ჭამენ,ისიც კაცის ხორცს არ გეახლებათ; მაგრამ სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით კლავს თავის მოძმეთ,საჭმელად კი არა,იმისათვის,რომ ქონება წაართვას,რომელზედაც დიდი ხანია,უჭირავს თვალი,თავის მონაგარზე არ გაახაროს და მით მოიკლას ჟინი.სწორედ ამას ეძახიან ომს; ომობენ თავგამეტებით და უეჭველია,აზრადაც არ მოუვიდოდათ ამ საზარელი ცოდვის ჩადენა,ლუკმა პურის საშოვნელად ნადირთ კვლა რომ არ უხდებოდეთ და სისხლის ღვრას არ იყვნენ ჩვეულნი.ასე ისურვა ბედმა: სიცოცხლის გაჩენის დღიდან დღემდე მთელი დედამიწა მკვლელობას მისდევდა და არ მოიშლის მანამ,სანამ თვით სიცოცხლე არ შეწყდება ჩვენს პლანეტაზე.საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სხვების გაჟლეტაც წესად ექნება უკუნითი უკუნისამდე”. – (ავტორი გენია.ჯი)