ხუტა ბერულავა – „ტაძრის პატრიარქებს”

უნივერსიტეტს შორიდანვე უხდიან ქუდებს

და მოწიწებით უწოდებენ არწივთა ბუდეს.

აქ,ამ კედლებში,მოგვებივით გაჭაღარავდნენ,

ზოგჯერ ნანობენ, – ამ სინანულს აღარც ფარავენ,

რომ უფრო მეტი ვერ უბოძეს მშობლიურ ტაძარს…

გამოუვლიათ გზა ცხოვრების და მერე რა გზა!

მაინც დღედაღამ,ზამთარ-ზაფხულ გზაში არიან

და საყვარელი შენობისკენ მიიჩქარიან.

მიიჩქარიან ყოველ დილით,ვით სტუდენტები,

წელთა სიმრავლეს დასცინიან: „ვითომ ვბერდებით?!”

ხვალინდელ დღეზე ოცნებობენ,კიდეც დაობენ,

მწვერვალებისკენ მოუხმობენ ახალ თაობებს…

ჩუმად ცხოვრობენ დიდი ტაძრის პატრიარქები,

ამ სიჩუმეში იბადება კრძალვით სათქმელი.

- არ გაქვთ მიზეზი სინანულის და არცა წყენის,

მშობლიურ ტაძარს ალამაზებს სიცოცხლე თქვენი!

კომენტარის დატოვება