ვილჰელმ II – ეპიზოდი”

პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში,შვეიცარიის კონფედერაციას ერთობ მცირერიცხოვანი,დაახლოებით 50 ათასიანი არმია გააჩნდა.თუმცა გასათვალისწინებელია,რომ შვეიცარიელები იმთავითვე ერთობ მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ მსროლელებად მიიჩნეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 1912 წელს პრუსიის მეფემ და გერმანიის უკანასკნელმა იმპერატორმა – ვილჰელმ II-მ (1859-1941 წლები),რომელიც უკვე ემზადებოდა კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახული მასშტაბების მქონე ომის დასაწყებად,შვეიცარიის ელჩს ერთ-ერთი შეხვედრისას მედიდურად ჰკითხა: „ – რა უნდა გააწყოს თქვენმა 50 ათასიანმა არმიამ ჩემი მილიონიანი არმიის წინააღმდეგ?” – რაზეც მახვილგონიერმა დიპლომატმა მეტად ენამოსწრებულად უპასუხა: „ – თითოეული შვეიცარიელი ჯარისკაცი გააკეთებს 20 გასროლას,რის შემდგომაც ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>