ნაკლებად ცნობილი ფაქტები მეამბოხე რომანტიკოსი რევოლუციონერის ერნესტო ჩე გევარას ბიოგრაფიიდან…
„აუცილებელია,შეგეძლოს ისე გახდე მკაცრი,რომ შეინარჩუნო სიმშვიდეო”, – არაერთხელ უთქვამს არგენტინულ ქალაქ როსარიოში,არქიტექტორის ოჯახში დაბადებულ საყოველთაოდ ცნობილ ლათინოამერიკელ მარქსისტ რევოლუციონერს - ერნესტო ჩე გევარას (1928-1967 წლები).იმ ჩე გავარას,რომლის მეამბოხე,თუმცა კი რომანტიკული და მომხიბვლელი გამოსახულების უკანაც ფანატიკურად განწყობილი მარქსისტი რევოლუციონერი და რევოლუციის დაუნდობელი ჯარისკაცი იდგა. (ავტორი გენია.ჯი) ის დაუნდობელი ჯარისკაცი,რომელიც ჩაგრულთა უფლებების დაცვისათვის წარმოებული ბრძოლისთვის უამრავმა ადამიანმა კერპად გაიხადა.სკოლის დირექტორი,სადაც მომავალი რევოლუციონერი ჯარისკაცი სწავლობდა,ხაზს უსვამდა იმას,რომ „ჩე”,რომელსაც ბავშვობაში „ტეტე”-ს თიკუნით მოიხსენიებდნენ,იმთავითვე ლიდერობას ესწრაფვოდა თანატოლებშიო.უცნაური და ექსტრავაგანტული თვისებებით აღსავსე მოსწავლისათვის საყვარელ გასართობს მიტოვებული მაღაროების „კვლევა-შესწავლა” და ცხვრებთან „კორიდა” წარმოადგენდა; უყვარდა მელნის დალევა და ცარცის ჭამა; აღიარებდა,რომ პატარაობაში,თავისი მავნე თვისებებიდან გამომდინარე უმეტესწილად მოთხვრილი და დაბინძურებული დაეხეტებოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში.ეკონომიკის არგენტინელი პროფესორი – ალბერტო ლინში,წიგნში – „ჩემი ბიძაშვილი ჩე” წერდა,რომ სიყმაწვილეში შესული ერნესტო ძალიან უხეში თვისებებითა და თავხედობით გამოირჩეოდა; ძალადობისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და ამბობდა – „სიკვდილი – არც ისე ცუდი რამ არისო”.ყმაწვილ ერნესტოს თავხედურ თვისებებს ადასტურებს მისი ბავშვობის მეგობარი – კარლოს ფიგეროაც და ამი დამადასტურებლად,რამდენიმე ისტორიაც მოგვითხრო.მის მეამბოხე სულში ანთებული ხანძარი კუბის რევოლუციამ ნაწილობრივ ჩააქრო.რევოლუციის იდეების ერთგულმა კომანდანტემ კუბაზე გამარჯვების შემდგომ ფიდელ კასტროსთან ერთად დაუნდობლად გაუსწორდა პოლიტიკურ ოპონენტებს. (ავტორი გენია.ჯი) მნიშვნელობა არ ჰქონდა,ვინ მოხვდებოდა ჩე გევარას ხელში – ჩინოვნიკი,გლეხი, თუ მოზარდი.მტერი – მტერი იყო მისთვის,რომლის დანდობაც არ შეიძლებოდა.კუბაზე განხორციელებული რეპრესიების უშუალო ორგანიზატორი კასტროსთან ერთად ჩე გევარაც იყო.ხელისუფლების სატავეში მოსული კომანდანტეს პირადი ბრძანებით, 1959 12 იანვარს ქალაქ სანტიაგო-დე-კუბაში 79 პოლიციელი დასაჯა საჯაროდ დასაჯა სიკვდილით სამაგალითოდ მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი ძველი რეჟიმის სამსახურში იყვნენ ოდესღაც ჩამდგარნი.ლა-კაბანიას ციხეში პირადად გაუწია ორგანიზება 700 მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას.ლეგენდარული კუბელი რევოლუციონერი – კამილო სენფუეგოსი გვამცნობდა,რომ სანტა-კლარას აღების შემდეგ,კომანდანტეს დაქვემდებარებაში მყოფმა გვარდიამ ქალაქის ქუჩები ცხედრეფით მოფინაო.ისტორიკოსები ირწმუნებიან,რომ რევოლუციიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში,ანუ იმ პერიოდში,რომელსაც „კომუნიზმის ისტორიის წიგნის შავი ფურცლები” ეწოდა, „ჩე”-ს ბრძანებით 14 000 ადამიანი იქნა დახვრეტილი.გარდა ამისა,იგი ხელმძღვანელობდა კუბის საიდუმლო სამსახურსაც.იმ სამსახურს,რომელიც ხშირად პოულობდა თანამემამულეებში „მტრებს”.იმ სამსახურს,რომლის მსხვერპლთა რაოდენობაც დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი.
1960 წელს უშუალოდ ჩე გევარას მითითებითა და ბრძანებით გუანააკაბიბესის ნახევარკუნძულზე დაფუძნებული იქნა შრომა-გასწორებითი ბანაკი,სადაც უამრავი ისეთი ადამიანი განამწესეს,რომლებშიაც ოდნავ მაინც ეპარებოდა რეჟიმს ეჭვი (სხვათაშორის – „როკ-ენ-როლის” მოყვარულებიც).ისტორიკოსები გადმოგვცემენ,რომ აღნიშნული ბანაკი სტალინის მიერ დაარსებული „გულაგების” ზუსტი ანალოგი იყო.ცნობილია ისიც,თუ რაოდენ დამამცირებლად ექცეოდნენ მსჯავრდებულებს გუანააკაბიბესის ნახევარკუნძულზე დაფუძნებულ შრომა-გასწორებით ბანაკში: რაოდენ საკვირველი და გაუგონარიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ დესპოტი რევოლუციონერი ზედამხედველები პატიმრებს აიძულებდნენ კბილებით გაეკრიჭათ ბალახი; ყელზე ჯაჭვშემბულებს კვირაობით ამწყვდევდნენ ნეხვით სავსე სადამსჯელო საკნებში… მისი იდეალები სტალინის პრინციპებზე გახლდათ დამყარებული. „მუხლი მოვიყარე გარდაცვლილის პორტრეტის წინაშე და ცხარე ცრემლით დავიტირე ამხანაგი სტალინი.დავიფიცე,რომ მოსვენებას ვერ ვპოვებდი მანამ,სანამ სრულიად არ ამოვძირკვავდი კაპიტალიზმსო”, – წერდა ჩე გევარა თავის დძღიურში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა რევოლუციის იდეების დაუნდობელი ჯარისკაცი ამას ვერ მოესწრო,რადგან მანამდე თავად იმსხვერპლა იგი კაპიტალიზმმა. – (ავტორი გენია.ჯი)