რატომ აკრიტიკებდა ივანე ბუნინი მაქსიმ გორკის?
იოსებ სტალინის მიერ გაფეტიშებული რუსი მწერლის,დრამატურგისა და საბჭოთ კავშირში კოლექტივიზაციის ერთ-ერთ იდეოლოგის – მაქსიმ გორკის (1868-1936 წლები) მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა ნობელიანტი რუსი მწერალი – ივანე ბუნინი. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორს,რომელიც ხუთჯერ იქნა წარდგენილი ნობელის პრემიაზე და რომელსაც არც ერთხელ არ მიანიჭეს ეს საპატიო ჯილდო,ბუნინი მის მიერ არჩეული ცხოვრების წესის გამოისობით აკრიტიკებდა.იმ ცხოვრების წესის გამო,რომელსაც ძნელად თუ ეთქმოდა – პროლეტარული.სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ მაქსიმი არასოდეს ყოფილა გულგრილი,რასაც მწერლის მრავალრიცხოვანი ქორწინებების გარდა,მისივე მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანებიც მოწმობენ.განცხრომისა და ბოჰემური ცხოვრების მოყვარული გორკი დიდ დროს უცხოეთში ატარებდა.სამშობლოში დაბრუნებულს ხელისუფლებამ ერთობ პომპეზური დახვედრა მოუწყო: მოსკოვის ცენტრში გადასცეს ცნობილი რუსი ბანკირის – პავლე რიაბუშინსკის ყოფილი ბინა,რომელიც ყოველნაირად იყო უზრუნველყოფილი.გარდა ამისა,საჩუქრად გადაეცა მდიდრულად მოწყობილი აგარაკი ნიჟნი-ნოვგოროდსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე,უკრაინაში.კოლექტივიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგი ლიტერატორი იმ პერიოდში ცხოვრობდა ყველაზე კომფორტულ პირობებში,როდესაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბესა და შიმშილს განიცდიდა.სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების გამო აკრიტიკებდა ნობელიანტი ბუნინი ყველაზე „დიდ საბჭოთა” მწერლად წოდებულ – მაქსიმ გორკის. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე ბუნინი