„NKVD”-ს შტატიანი ჯალათი – ალექსანდრე ემელიანოვი იგონებდა…
„წითელ იმპერიაში” მიმდინარე სასტიკი რეპრესიების პერიოდში „მოღვაწე” საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის,იგივე – „NKVD”-ს შტატიანი ჯალათი – ალექსანდრე ემელიანოვი მოგვიანებით იგონებდა,რომ „მუშაობის” დასრულების შემდგომ ის და მისი თანამშრომლები უმეტესწილად ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღებასა და მადიანად გამოძღომას ანიჭებდნენ უპირატესობას.უკიდურესად მთვრალები და კარგად დანაყრებულები კი სახლში თითქმის ყოველთვის უგონო მდგომარეობაში მიჰყავდათ. (ავტორი გენია.ჯი) „არაყს,როგორც წესი,გონების დაკარგვამდე ვსვამდით.რაც არ უნდა თქვათ,ჩვენი სამუშაო იოლი ნამდვილად არ ყოფილა.ხშირად იმდენად ძლიერ ვიღლებოდით,რომ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნებასაც ძლივს ვახერხებდით.განაჩენების აღსრულების შემდეგ მუდმივად ოდეკოლონით ვიბანდით.წელამდე.წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული იყო მოგვეშორებინა სისხლისა და დენთის სპეციპიკური და მყრალი სუნი.ის კი არა და,ძაღლებიც კი გვერიდებოდნენ და, თუ გვიყეფდნენ,ისიც მხოლოდ შორიდან”. – იგონებდა ემელიანოვი. – (ავტორი გენია.ჯი)
„NKVD”-ს ყველაზე ცნობილი შტატიანი ჯალათები