მორის ფოცხიშვილი – „უბატონო ლილეო”

რა სიზმარი,რა გზა ან რა ფანტომი,

ცხადად,თითქმის ყველაფერი ცხადად, –

საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,

საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

* * *

ვინ რა ბრძანა,რა ქადილი,რა ტონი,

ვინ ხარკს თხოვდა,ვინ ღვლეფს ანუ ღადარს, -

სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,

სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა.

* * *

იყო სიტყვა,იყო სიტყვის გამგონიც,

იყო სცენა,იყო ფარდის ფარდაც, -

დედაენას არ ჰყოლია ბატონი,

დედაენას დედაერი ჰყავდა!

* * *

შთაგონება,როგორც ირმის ნახტომი,

თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -

პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,

პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

კომენტარის დატოვება