დონ კარლოსი – „ეპიზოდი”
ჩეხი ნევროლოგისა და პროფესორის – ივან ლესნის (იგი იკვლევდა ისტორიაში ცნობილი პერსონების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს) გადმოცემის თანახმად,ესპანეთის მეფის – ფილიპე II-ის გონებაშეზღუდული ტახტის მემკვიდრე,ასტურიის პრინცი – დონ კარლოსი (1545-1568 წლები),რომელიც ქვეყნიერებას ინცესტის ამაზრზენი აქტის შედეგად მოევლინა,არა მხოლოდ ფსიქიკურად იყო შეშლილი,არამედ ტირანებისათვის დამახასიათებელი ერთობ ბოროტი ქმედებებითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ერთ დღეს ესპანეთის ინფანტს შეკვეთით დამზადებული ახალი ფეხსაცმელები მიართვეს.დონ კარლოსს რატომღაც ფეხსაცმელები არ მოეწონა,რამაც იგი უკიდურესად განარისხა.სწორედ მაშინ დაებადა „იდეა” პათოლოგ პრინცს მზარეულებისათვის ებრძანებინა ფეხსაცმელები პატარა ნაჭრებად დაეჭრათ და მათგან რაიმე სახის კერძი მოემზადებინათ.ამავე დროს ქვეშევრდომებს დაავალა სასწრაფოდ მიეყვანათ სამეფო სასახლეში „დამნაშავე” მეწაღე,რომელმაც მისდა საუბედუროდ დაუმზადა მოზარდს ინფანტსს ახალი ფეხსაცმელები.მას შემდეგ,რაც ფეხსაცმელების ტყავისაგან მზარეულებმა „კერძი” დაამზადეს,იგი დონ კარლოსის ქვეშევრდომებმა იძულების წესით აჭამეს საბრალო მეწაღეს… – (ავტორი გენია.ჯი)