ნიკოლო მაკიაველი წერდა…

„ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას,ანდა,თუ ვხედავთ,მხოლოდ მათ შორის,რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად.აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში.ფიცსა და აღთქმას მხოლოდ მანამდე ასრულებენ,სანამდის ამას მოითხოვს მათი ანგარება.დიახ,ფიცს მხოლოდ იმისთვის დებენ,რომ გატეხონ და დაარღვიონ: ის სხვა არა არის რა,თუ არა სხვისი მოტყუების საშაულება, და, რაც უფრო თვალთმაქცურადაა შენიღბული ეს ტყუილი,მით უფრო მეტ პატივს იმსახურებს ხალხის თვალში.ყველაფერი,რაც შეიძლებოდა გახრწნილიყო,უკვე გაიხრწნა… კანონებს არ შესწევთ იმის ძალა,რომ ბოლო მოუღონ ამ საყოველთაო გახრწნილებას,ვინაიდან მათ რყვნის და ბღალავს ზნეჩვეულებების უკეთურება.აქედან იღებს დასაბამს სიხარბე,სწრაფვა არა ჭეშმარიტი დიდების,არამედ სამარცხვინო პატივის მიმართ,რაც,თავის მხრივ,ბადებს სიძულვილს, მტრობას, უთანხმოებას, შუღლს, სისხლისღვრას, დევნას, წამებას, სიკეთის დათრგუნვას და ბოროტების აღზევებას.საკუთარი სიქველის მოიმედე მოქალაქენი,უკეთურთა მსგავსად,გარს არ იკრებენ თავიანთ მომხრეებს,რომლებიც შეძლებდნენ მათ დაცვას და ამიტომაც ბოროტმოქმედებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>