ლუციუს კორნელიუს სულა – „ეპიზოდი”
ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ პირველი შემთხვევა სამედიცინო ისტორიაში,როდესაც მედიკოსებმა პაციენტს ოფიციალურად დაუსვეს „ფსორიაზის” დიაგნოზი,დაფიქსირებული იქნა ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში (ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება). (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოებაც,რომ აღნიშნული დაავადების დიაგონი მედიკოსებმა პირველად დაუსვეს ისეთ სახელგანთქმულ რომაელ მხედართმთავარსა და დიქტატორს,როგორიც გახლდათ - ლუციუს კორნელიუს სულა (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები).იმ პერიოდში „ფსორიაზი”-ს სიმპტომატიკა ლუციუსისათვის,ისევე როგორც საზოგადოებისათვის,სრულიად უცნობი იყო.გასათვალისწინებელია ისიც,რომ დაავადებას რომის მომავალი გამგებლისათვის არანაირად არ შეუშლია ხელი ლეგენდარულ პოლიტიკოსად,რეფორმატორად და დამპყრობლად ჩამოყალიბებულიყო.მას შემდეგ კი,რაც სულა რომის იმპერიის სრული ბატონ-პატრონი გახდა, „ფსორიაზს”,რომლითაც იგი გახლდათ დაავადებული – „იმპერატორების ავადმყოფობა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,იგივე დაავადება გააჩნდა შოტლანდიის მეფეს – რობერტ ბრიუსს, უინსტონ ჩერჩილს, ბენჯამინ ფრანკლინს, ჯონ დევისონ როკფელერს, ჰენრი ფორდსა და სხვა ცნობად ისტორიულ პერსონებს.