შტეფან ცვაიგი – „ჰოი, სიცოცხლეო!”
„ჰოი,სიცოცხლეო,მშვენიერო,გონიერი ნებით რომ იქმნი წამებულთ,რათა სადიდებელი ჰიმნი გიმღერონ მათ! ჰოი,სიცოცხლეო,ბრძენ-მკაცრო,ტანჯვით რომ სძლევ ხოლმე უძლიერესთ,რათა მაცნენი ჰყავდეს შენს ზეიმს! ისა გწადია,რომ მუდამ გესმოდეს გოდება იობისა,ათასწლეულებს რომ გადმოსწვდენია, – როდესაც ტანჯვა-წამებით შეიცნო მან ღმერთი, – და მოზეიმე მღერა დანიელის ყრმათა, – როცა ცეცხლოვან ღუმელში იწვის მათი სხეული.მუდამ წკრიალა ნახშირს რომ აღვივებ პოეტების ქნარზე და წამებულებად აქცევ მათ,რათა მორჩილება გამოგიცხადონ და სიყვარულით მოიხსენიონ შენი სახელი.ბეთჰოვენს მეხი დაატეხე თავს,რათა ყურთასმენაწართმეულს ღვთის გრუხუნი გაეგო, და სიკვდილის პირას მისულს სიხარულის ჰიმნი შეექმნა; რემბრანდტს სიღარიბით სული ამოჰხადე,რათა ფერებში ეძებნა შენი შუქი,შენი დასაბამითი სინათლე; დანტეს სამშობლო წაართვი,რათა ზმანებაში ეხილა ზეცა და ჯოჯოხეთი.შენგან თავსდატეხილი უბედურებით უსაზღვროებაში ჩაჰყარე ისინი.ვინც ყველაზე მეტად იყო შენგან განაწამები,ისიც კი ყმად გაგიხდა. და დახეთ,ტუჩებზე დუჟმომდგარი,სნეულებისაგან დაკრუნჩხული,იგიც ღაღადებს: ოსანა,შენ,ოსანა შენ! – „იჭვნეულობათა ქურაში”. ო,შენ მძლეველი ხარ კაცთა,რომელთაც ტანჯვა განუმწესე.ღამეს დღედ მოაქცევ ხოლმე,ტანჯვას – სიყვარულად,ჯოჯოხეთიდან წმინდა რამ საგალობელს ისმენ! რადგან მრავალტანჯული ადამიანი უზენაესი ბრძენთაბრძენია, და კურთხევას გითვლის,ვინც შეგიცნო და გიწამა. და დახეთ,მხოლოდ მან,მთელი სიღრმით ვინც შეგიცნო,შესძლო შენი ესოდენ ძლიერ შეყვარება,შესძლო შენი კვალად გება,აღორძინება”. – (ავტორი გენია.ჯი)