იცით თუ არა,რომ
1. სანდო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა,რომ თამარ მეფის ვაჟის – გიორგი IV ლაშას მმართველობის დასაწყისში მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობა (ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე) 8 მილიონზე მეტს შეადგენდა,ხოლო საკუთრივ საქართველოსი კი – ხუთნახევარი მილიონი იყო.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ იმ ეპოქისათვის ეს ციფრი მართლაც რომ ძალიან დიდი იყო და ამის თვალნათელ მაგალითს იმავე ეპოქის ინგლისი წარმოადგენდა,რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონამდე სულს ითვლიდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბაბილონეთის მეფის – ხამურაბის მიერ ძვ.წ.აღ-ით XVII საუკუნეში შექმნილი უძველესი კანონთა კრებულის შესავალში,რომელიც ცნობისათვის – 282 კანონისაგან შედგებოდა,მონარქი-ავტორი აცხადებდა,რომ თავისი კანონების ძალით ძლიერებისაგან იცავდა სუსტებს.
* * *
3. თანამედროვე ესპანეთის სამეფო თავდაპირველად ფინიკიელებმა ვაჭრებმა აღმოაჩინეს და მას – „ზაპანი” ანუ „წყვდიადის ქვეყანა” უწოდეს.
* * *
4. ძველი ბერძნები მოგზაურები,რომლებმაც ინდოეთი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეში მოინახულეს,გაოცებულნი უყვებოდნენ თანამემამულეებს,რომ ამ ქვეყანაში თეთრ,ტკბილ ქვას ამზადებენო.როგორც კი ქვას პირში ჩაიდებ,დნებაო.ასე აცნობეს ევროპას ბერძნებმა შაქრის არსებობა,რომელსაც თავად ინდოელები – „შაქარას” უწოდებდნენ.
* * *
5. კუბას – ანტილის კუნძულების „მარგალიტად” მოიხსენიებენ დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ვიქტორიანული ეპოქის გენიალურ ინგლისელ მწერალს – ჩარლზ დიკენსს მისი პერიოდის ბრიტანელი ახალგაზრდობა – „ჩვენ ბოსს” უწოდებდა.
* * *
7. საინტერესოა ის გარემოება,რომ უძველესი ეპოქების ასურეთში აზროვნების ორგანოდ ტვინის ნაცვლად – გულს მიიჩნევდნენ,რადგან ტვინის როლის შესახებ წარმოადგენაც კი არ გააჩნდათ.
* * *
8. სპილოს ძვლისაგან დამზადებულ იმ სავარძლებს,რომლებზედაც რომაელი კონსულები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ – „კურულთა სავარძლების” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.
* * *
9. ძველ საბერძნეთში – მტრედები სიყვარულის ქალღმერთის – აფროდიტეს კუთვნილ ფრინველად მიიჩნეოდა და მათ „აფროდიტეს მტრედებს” უწოდებდნენ.
* * *
10. ქარვის ქვას უძველესი ფინიკიელები – „ჩრდილოეთის ოქროდ” აღიარებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)