ართურ ტრავერზ ჰარისი – „ეპიზოდი”
1944 წლის დეკემბრის ერთ ცივ ღამეს,ანუ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში,ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი პოლიციამ გააჩერა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც მძღოლმა სამართალდამცავს მართვის მოწმობა გაუწოდა,მისგან შემდეგი სახის შენიშვნა მიიღო:
- სერ,თქვენ დაუშვებელი სიჩქარით მოძრაობდით! ასეთი სიჩქარით მოძრაობისას სრულიად შესაძლებელია,რომ ვინმე იმსხვერპლოთ!
- ახალგაზრდავ,სამწუხაროდ,მე თითქმის ყოველ ღამით მიხდება ასეულობით ადამიანის განადგურება! – მიმართა დაღლილი ხმით მძღოლმა გაოცებულ პოლიციელს.იმ მძღოლმა,რომელიც ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალსა და გერმანიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების უშუალო ხელმძღვანელს – ართურ ტრავერზ ჰარისს (1892-1984 წლები) წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)