საინტერესო ფაქტები „კანაფის” შესახებ…
შუა საუკუნების გენიალური სპარსი საწვლული,მოაზროვნე და ფილოსოფოსი – აბუ ალი იბნ სინა,იგივე – ავიცენა ამბობდა,რომ ბუნებაში რაც კი გვხვდება,ყველაფერი შხამი და ყველაფერი წამალია,მაგრამ გააჩნია,რისთვის და რა რაოდენობით გამოიყენებთ მათო. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებად ნარკოტიკულ საშუალებად ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარე – კანაფია მიჩნეული.ნაკრკოტიკებთან ბრძოლის ეგიდით,ესა თუ ის სახელმწიფო კანონის ძალით კრძალავს არა მხოლოდ კანაფის მოხმარებას,არამედ მათი გამოსახულების მქონე სავაჭრო ნივთებით ვაჭრობასაც.თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნებიც,სადაც აღნიშნული მცენარე ქალაქებისა თუ მთელი რეგიონების გერბებზე და დროშებზეც კია ასახული.გარდა ამისა,ისინი გამოსახულნი არიან ობელისკებსა და შადრევნებზე.ალბათ გაგიკვირდებათ,თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია,რომ კანაფისწარმოების სახელგანთქმულ ოსტატებს საბჭოთა კავშირში,კერძოდ კი – კურსკის ოლქში სპეციალური სამკერდე ჯილდოთი ამკობდნენ (იხილეთ ფოტო).გარდა ამისა,კანაფის ფოთლები ფართოდ არის წარმოდგენილი მოსკოვში, „წითელი იმპერიის” ზეობის ხანაში, 1954 წელს აგებულ „ხალხთა მეგობრობის” სახელწოდებით ცნობილ შადრევნის კომპოზიციაშიც (იხილეთ ფოტო).
1924-1992 წლებში საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თვეში ერთხელ 11 800-იანი ტირაჟით გამოსცემდა ჟურნალს – „სელი და კანაფი”,რომელშიაც დეტალურად იყო გაწერილი სელის,კანაფისა და კენაფის სელექციისა და გადამუშავების ძველი თუ ახალი მეთოდები. 1941 წელს იმავე სახელწოდებით გამოცემული იქნა წიგნი,რომლის ყდაზე თვით საბჭოთა ბელადი – იოსებ სტალინიც კი იყო აღბეჭდილი,რომელიც პროპაგანდას უწევდა კანაფისწარომოებას.თუმცა,რაღა თქმა უნდა,არა როგორც ნარკოტიკულ საშუალებას,არამედ,როგორც სოფლის სამეურნეო მრეწველობის ერთ-ერთ პროდუქტს. (იხილეთ ფოტოები).
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაღებული იქნა 14 წუთიანი დოკუმენტური ფილმი – „კანაფი გამარჯვებისთვის” (Hemp for Victory),რომელიც მოგვიანებით აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით განადგურებული იქნა.აღნიშნულ ფილმში გადმოცემული იყო ისტორიები იმის შესახებ,თუ,რაოდენ დიდი წვლილი ჰქონდა დადებული კანაფს კაცობრიობის განვითარებაში (იხილეთ ფოტო).
1949 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ კანაფი იმ მოტივით აკრძალა,რომ ის კომუნისტების ხელში წარმოადგენდა იარაღს,რომელიც ადუნებდა მიზანსწრაფულ ამერიკელ ერს.
სხვადასხვა ქვეყნებში კანაფს,რომლის სამშობლოდაც ცენტრალურ აზიას ასახელებენ სწავლულები,უძველესი ეპოქებიდანვე მოიხმარდნენ,როგორც ნარკოტიკულ,ასევე სოფლის სამეურნეო და სამკურნალო დანიშნულებებისათვის.ძველი მედიკოსები ირწმუნებოდნენ,რომ კანაფით შესაძლებელი იყო ისეთი დაავადებების განკურნება,როგორებიცაა – ალკოჰოლიზმი, ანორექსია, ბრონხოლური ასთმა, დეპრესია, უძილობა, პოსტტრამვული სინდრომი, გლაუკომა და სხვა.სწორედ ამიტომაც აქცია რიგმა ქალაქებმა თუ რეგიონებმა კანაფის მცენარე თავიანთი გერბებისა თუ დროშების განუყოფელ ნაწილად. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,კანაფი,როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი და ტრადიციული სიმბოლო,გამოსახულია იტალიური კომუნების – პრასკორსანოს, ვალპერგას, სან-მარკო-ევანჯელისტასა და ქალაქ არცანოს გერბებზე; საფრანგეთის პატარა ქალაქ – კუშერის გერბზე; შვეიცარიაში განთავსებული ისტორიული დასახლების – მეზოვიკოს გერბზე; გერმანიაში მდებარე ჰენფენფელდის კომუნის გერბზე; ესპანეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის – ადრადა-დე-ჰაზას გერბზე და სხვა…
P.S. აქვე ხაზს გავუსვამ იმას,რომ აღნიშნული პოსტი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად კანაფის პროპაგანდას. – (ავტორი გენია.ჯი)
კანაფი ჰერალდიკაში