ანატოლ ფრანსი – „გონიერს ვუწოდებ იმას,ვინც…”
„სიყრმიდანვე გონებამ დამადო თავისი მძლავრი ხელი და დამიმონა.ეს იმას ნიშნავს,რომ უცნაური არსება ვიყავ,რადგან ადამის ძეთა უმრავლესობა სხვანაირადაა მოწყობილი.ადამიანის განსაზღვრებათაგან ყველაზე უხეიროდ მიმაჩნია ის,რომელიც მას გონიერ ცხოველად მიიჩნევს.თავმომნეობით არ ვიტყვი და, ბუნებამ უფრო მეტი გონიერებით დამაჯილდოვა,ვიდრე ჩემს მსგავსთა უმეტესობა,რომლებიც ახლოს მინახავს,ანდა ამბად გამიგონია.გონება იშვიათად აქვთ მიმადლებული ვაგლახ სულებს და კიდევ უფრო იშვიათად – ზეგარდმო ნიჭით ცხებულთ.გონება-მეთქი,ვამბობ და თუ მკითხავთ,ეს სიტყვა როგორ გესმისო,ჩვეულებრივად-მეთქი,გიპასუხებთ.მას რომ მეტაფიზიკური მნიშვნელობა მივანიჭო,ვეღარც კი გავიგებ.ეს სიტყვა ისე მესმის,როგორც მოხუც მელანის ესმოდა, „წიგნი რომ არ სცოდნია თავის დღეში”.გონიერს ვუწოდებ იმას,ვინც თავის კერძო გონებას მსოფლიო გონებას შეუფარდებს ისე,რომ ძალიან არასოდეს გაუკვირდება ის,რაც ხდება და ავად თუ კარგად შეეგუება ყველაფერს.გონიერს ვუწოდებ იმას,ვინც ბუნების უწესრიგობისა და კაცთ სისულელის განხილვისას არ გაჯიუტდება და მათში წესრიგისა და სიბრძნის ძებნას არ დაიწყებს; და ბოლოს,გონიერს ვუწოდებ იმას,ვინც გონიერად ყოფნას არ ჩემობს”. – (ავტორი გენია.ჯი)