ნიკოლო მაკიაველის ნააზრევი…
„რაკიღა დაუშვებელია ჩვენი თავისუფალი ნების უგულებელყოფა,მზადა ვარ ჭეშმარიტად ვაღიარო იმის შესაძლებლობა,რომ ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს,ხოლო მეორე ნახევარს,მთლიანად თუ არა,ოდნავ ნაკლებს მაინც,ჩვენვე გვანდობს.ბედისწერას მე ვამსგავსებ ბობოქარ მდინარეს,გამძვინვარებული რომ გადმოლახავს ნაპირებს,წალეკავს ხეობებს,ძირფესვიანად თხრის ხეებს,ანგრევს შენობებს,ერთი ადგილიდან გლეჯს და მეორეზე გადააქვს მიწა; ყველა გაურბის,ყველა უკუიქცევა მისი სიშმაგის წინაშე,არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის მძვინვარებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ ვხედავთ,რომ ერთი და იგივე მიზნისაკენ,კერძოდ,დიდებისა და სიმდიდრისაკენ სწრაფვისას,ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან: ერთნი სიფრთხილით მიიწევენ მიზნისაკენ,მეორენი – შლეგური შემართებით, ერთნი – ძალადობით,მეორენი – ცბიერებით, ერთნი – მოთმინებით,მეორენი – სულსწრაფობით, და ყველა მათგანს შეუძლია სხვადასხვა გზით მიაღწიოს დასახულ მიზანს.იმასაც ვხედავთ,რომ ორი ფრთხილი და წინდახედული კაციდან ერთი ახერხებს მიზნის მიღწევას,მეორე კი ვერა, და ზუსტად ასევე,ერთნაირად ბედნიერნი არიან ორი სხვადასხვა გზით – სიფრთხილითა და შლეგური შემართებით – მიზნის მიმღწევნი,რაც აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ დროის თავისებურებით,რომელსაც ეთანხმება ან არ ეთანხმება მათი მოქმედება.უბედურია ის,ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება”.
* * *
„ბედის ცვალებადობისას,ადამიანები,რომლებიც ჯიუტად მისდევენ მოქმედების ერთხელ და სამუდამოდ არჩეულ გზას,ბედნიერები არიან მანამ,სანამ მათი მოქმედება და ბედისწერა ერთმანეთს შეესაბამება,წინააღმდეგ შემთხვევაში,მათი ბედნიერება უბედურებით იცვლება.მაგრამ,ჩემი აზრით,უმჯობესია თანმიმდევრული იყო,ვიდრე ფრთხილი და წინდახედული,რადგანაც ბედიწერა – ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს,უფრო ადვილად იურვებს მას,ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი.ამიტომ ბედისწერა,ქალისა არ იყოს,ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს,რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია,მოურიდებელი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლოს მასზე”.
* * *
„მხოლოდ ის ომია სამართლიანი,რომელიც აუცილებელია და მხოლოდ ის იარაღია წმინდა,რომელიც ერთადერთ სასოებათ დაუსახავს ხალხს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი ისეთ სახელს არ უხვეჭს ახლად აღზევებულ კაცს,როგორც მის მიერ მიკვლეული ახალი კანონებისა და ახალი დაწესებულებების დაფუძნება”.