შტეფან ცვაიგის გენიალური ნააზრევი…

„ბედი ძლიერისა და მამაცისაკენ ილტვის.წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდება ცალკეულ პიროვნებებს: კეისარს, ალექსანდრეს, ნაპოლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები,რომლებიც თვით მას – შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან.მაგრამ ზოგჯერ,საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ,ახირებული ვნებათაღელვით ატაცებული სულ უბრალო პატარა მოკვდავს მიეახლება.ზოგჯერ – და ეს კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია – ბედის ძაფი ერთადერთი მთრთოლვარე წამით არარაობის ხელში აღმოჩნდება გამომწყვდეული.ეს ადამიანები ყოველთვის თრთოლვას განიცდიან შიშისაგან, და არა ბედნიერებას.თრთიან სწორედ იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო,რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა გაუკაფოს გზა, და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ ბედნიერებას.იშვიათია,რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს.რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე. და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს,მისთვის იგი სამუდამოდ დაკარგულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>