რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლო
რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლო – პირველად შემუშავებული იქნა 1946 წელს კალიფორნიაში განთავსებული ბირთვული ფიზიკის კვლევების ლაბორატორიის ბერკლის ამერიკელი მეცნიერ-თანამშრომლების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ საწყის ეტაპზე სწავლულებმა აღნიშნული სიმბოლო შიდა მოხმარებისათვის გამოიგონეს,რადგან სწორედ ბერკლის ბირთვული კვლევების ლაბორატორიაში დასაქმებული მეცნიერები იყვნენ რადიაციის შესწავლით დაკავებულნი და შესაბამისად,ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაც ისინი იმყოფებოდნენ.გავრცელებული ვერსიის თანახმად,რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოს ცენტრში არებული შავი წრისებრი ნიშანი – ატომის აღნიშვნელია,ხოლო მის ირგვლივ განთავსებული სამი შავი სხივი კი – ალფა, ბეტა და გამა-გამოსხივებების აღმნიშვნელი.თავდაპირველად,რადიაციის საფრთხის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლოები ჟოლოსფერი სივრცის მქონე ფონზე იყვნენ აღბეჭდილნი,თუმცა მოგვიანებით,სტანდარტიზაციის ფარგლებში ისინი ჩანაცვლებული იქნენ შავი და ყვითელი ფერებით,რადგან ასეთი ფერების მქონე გამაფრთხილებელი ნიშანი ბევრად უფრო შესამჩნევი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)