მედიჩების საგვარეულო გერბის შესახებ…
დედამიწაზე ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიპოვება ისეთი ადამიანი,რომელთაც მედიჩების საგვარეულო დინასტიის შესახებ ერთხელ მაინც არ სმენოდეს რაიმე სახის ინფორმაცია. (ავტორი გენია.ჯი) ამ უძლიერესი იტალიური ოლიგარქიული ოჯახის ფუძემდებლები თავდაპირველად ფარმაცევტობით ირჩენდა თავს,ხოლო მოგვიანებით კი იმდენად მოძლიერდა ფინანსურად და შესაბამისად,გავლენებითაც,რომ მათი შთამომავლები არა მხოლოდ ფლორენციის გამგებლები გახდნენ,არამედ ორჯერ ავიდნენ საფრანგეთის სამეფო ტახტზე და ოთხჯერ ჩაიცვეს რომის პაპის ტიარა.
ისევე როგორც სხვა დიდგვაროვან გვართა წარმომადგენლებს,მედიჩებსაც გააჩნდათ თავიანთი საგვარეულო გერბი,რომელზედაც გამოსახულ ყვითელი ფერის შემცველ ფარზე აღბეჭდილი იყო ხუთი წითელი და ერთი შედარებით დიდი ზომის მქონე ლურჯი მრგვალი სფერო.საინტერესოა,რომ აღნიშნულ სფეროზე დატანალი იქნა საფრანგეთის მეფეების ისეთი მნიშვნელოვანი ჰერალდიკური სიმბოლო,როგორიც გახლდათ – შროშანი (თანაც სამი).ისტორიკოსები ირწმუნებიან,მედიჩებს თავიანთ საგვარეულო გერბზე ფრანგი მეფეების სიმბოლოების დართვის უფლება მათ მიმართ ერთობ კეთილგანწყობილმა საფრანგეთის მონარქმა – ლუი XI-მ მისცა.თუ საიდან გაჩნდა გერბზე დანარჩენი ხუთი სფერო,რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული,რომელთაგანაც ერთი უკავშირდება მედიჩების საგვარეულო დინასტიის წარმომადგენელთა გმირულ ეპოპეას,მეორე – ფარმაცევტიკას,ხოლო მესამე კი – ფინანსებს.მაგრამ ჰერალდიკოსების მიერ მაინც ვერ იქნა დღემდე ზუსტად განსაზღვრული მათი წარმომავლობა. – (ავტორი გენია.ჯი)