თედორე დოსტოევსკის ნააზრევი…
„კეთილო მეგობრებო,ნუ გეშინიათ ცხოვრებისა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ მიწაზე მხოლოდ ტანჯვა-წამებით შეგვიძლია ჭეშმარიტი სიყვარული”.
* * *
„მე მგონი,რომ ამ ქვეყნად უპირველეს ყოვლისა სიცოცხლე უნდა შეიყვაროს ყველამ”.
* * *
„ყველაფერს გავუძლებ,ყოველგვარ ტანჯვას ავიტან,რათა შემეძლოს თქმა და წამდაუწუმ გამეორება: „ათას სატანჯველში მყოფი მაინც ხომ ვარ,წამებით ვიკრუნჩხები,მაგრამ ხომ ვარ! გოდოლში ვზივარ,მაგრამ მაინც ვარსებობ,მზესაც ვხედავ, და თუ ვერ ვხედავ,ხომ ვიცი,რომ არის იგი”.
* * *
„ისეთი სასოწარკვეთილება არ არსებობს ამ ქვეყნად,სიცოცხლის წყურვილი რომ ჩამიკლას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლის ყოველი წუთი ნეტარება უნდა იყოს ადამიანისათვის”.
* * *
„უფრორე შეიყვარე სიცოცხლე,ვიდრე ცხოვრების აზრი”.
* * *
„რწმენის წყურვილი მით უფრო ძლიერად მიპყრობს,რაც უფრო მეტი საბუთი მაქვს მის წინააღმდეგ”.
* * *
„იმიტომაა ჩემთვის ღმერთი აუცილებელი,რომ მხოლოდ მისი შეყვარება შეიძლება სამარადისოდ”.
* * *
„ადამიანის ყოფიერების მთავარი კანონი ისაა,რომ მას მუდამ შეეძლოს უზომოდ დიადის წინაშე ქედმოხრა”. – (ავტორი გენია.ჯი)