საავტომობილო საცობებისაგან განტვირთვის ფილიპინური მოდელი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი სახელმწიფოს – ფილიპინების რესპუბლიკის ხელისუფლებამ,იმისათვის,რომ დიდ ქალაქებში საავტომობილო გზებზე მოძრაობა მაქსიმალურად განეტვირთა და უზარმაზარი საცობებისაგან მძღოლები დაეხსნა,ერთობ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) იმ მძღოლებს,რომელთა ავტომობილების ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნიშანი (ნომერი) ციფრი – ერთითა (1) და ორით (2) სრულდებოდა,კანონის ძალით აუკრძალა ქალაქში გადაადგილება მის მფლობელობაში მყოფი ტრანსპორტით – ორშაბათობით; სამშაბათ დღეს ფილიპინების დიდ ქალაქებში მოძრაობა აეკრძალათ იმ ავტომობილებს,რომელთა სარეგისტრაციო ნომერი ციფრი – სამითა (3) და ოთხით (4) სრულდება; ოთხშაბათს აკრძალვა მოქმედებს ხუთიანი (5) და ექვსიანი (6) ბოლო ციფრების მქონე ავტომობილებზე; ხუთშაბათს აკრძალულია შვიდიანი (7) და რვიანი (8) დაბოლოების მატარებელი საავტომობილო ნომრების მქონეთათვის გადაადგილება; პარასკევს – ცხრიანი (9) და ნულიანი (0). რაც შეეხება შაბათ-კვირას,ამ დღეებში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.დანარჩენ დღეებში კი,აკრძალვა დილის 7 : 00 საათიდან საღამოს 19 : 00 საათამდეა მოქმედებაში. – (ავტორი გენია.ჯი)