იცით თუ არა,რომ
1. იმის აღსანიშნავად,რომ იტალიური ქალაქი – სიენა ერთობ სტუმართმოყვარე ქალაქი იყო, XIII საუკუნეში ქალაქის ხელისუფლების ინიციატივით მთავარ კარიბჭეზე გაკეთებული იქნა შემდეგი სახის წარწერა: „სიენა ამ ჭიშკარზე უფრო ფართოდ გაგიხსნით გულს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. პერგამენტზე ბატის ფრთით წერა იმდენად რთული ხელოვნება იყო,რომ ფრანკების იმპერატორმა – კარლოს დიდმა (768-814 წლები) ვერაფრით შესძლო მას დაუფლებოდა.შესაბამისად, იგი ისე აღესრულა,რომ წერა ვერ ისწავლა.
* * *
3. დიდი რომაელი ისტორიკოსი – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი ძველ გერმანელებს ასე ახასიათებდა – „მათ სამარცხვინოდ მიაჩნიათ საკუთარი ოფლით იმის შეძენა,რაც სისხლით შეიძლება მოიპოვონო”.
* * *
4. გენიალურ ძველ ბერძენ ასტრონომს,ფილოსოფოსსა და მათამატიკოსს – ანაქსაგორას მხოლოდ იმისათვის სდევნიდნენ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის ათენიდან,რომ იგი ამტკიცებდა – მზე ღმერთი კი არა,გავარვარებული ქვააო.
* * *
5. ძველ რომში გადასახადებს საგადასახადო სამსახურის მოხელეები კი არ კრებდნენ,არამედ ვაჭრები,რომლებსაც წინასწარ შეჰქონდათ სახელმწიფო ხაზინაში ფული,რომელსაც შემდგომ მოსახლეობისაგან სულ პროცენტებით იღებდნენ და ერთიორად მდიდრდებოდნენ.ასეთ მოვახშე ვაჭრებს – „მოიჯარადრეებს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი ქართველი კინორეჟისორის – მიხეილ ჭიაურელის მიერ გიორგი სააკაძის შესახებ გადასაღები ფილმის სამი სცენარი 1940 წელს საბჭოთა გენსეკთან – სტალინთან მოხვდა.პირველი სცენარი რუს მწერალ ქალს – ანა ანტონოვსკაიას ეკუთვნოდა,მეორე – ბ.ჩორნის,ხოლო მესამე კი – გიორგი ლეონიძეს.ბელადმა ბოლო ორი სცენარი უმალვე დაიწუნა.მესამე ანუ ანტონოვსკაიას სცენარის ფინალის,როგორც არაისტორიულის შესწორება მოითხოვა და სწორედ აღნიშნული სცენარის მიხედვით იქნა გადაღებული შემდგომში ქართული მხატვრული ფილმი – „გიორგი სააკაძე”.
* * *
7. შუა საუკუნეების რიგ გერმანულ ქალაქებში არსებულ რატუშის (საქალაქო საბჭოს შენობა) კოშკებზე განთავსებულ ზარებზე ხშირად ნახავდით შემდეგი სახის წარწერას: „მე თავისუფლების ზარი ვარ და ჩემს მოწოდებაზე კომუნის დასაცავად აღსდგება ყველა”.
* * *
8. „ტესერად” – ანტიკური ხანის რომში იწოდებოდა ის ფირფიტა,რომელზედაც იწერებოდა დათქმული სიტყვა (პაროლი).
* * *
9. ანტარქტიდის ყინულოვან კუნძულებზე განათვსებული სადგურების მეცნიერ-თანამშრომლების ყოველდღიური რაცინოს განუყოფელ ნაწილს – ლუდი წარმოადგენს.
* * *
10. ანტიკურ ხანაში,ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში შესული ყოველი ხომალდის მეთაური ვალდებული იყო,ამ უნიკალური ბიბლიოთეკის მქონე ქალაქის ხელისუფლებისათვის ეცნობებინა,რა ლიტერატურული ნაწარმოებები ჩაიტანა იქ,რათა შემდეგ ისინი ალექსანდრიის დიდებული ბიბლიოთეკისათვის შეეძინათ. – (ავტორი გენია.ჯი)