აქსუმის სამეფოს მონარქების შესახებ…
აფრიკის კონტინენტის უძველეს სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი ეკავა თანამედროვე ეთიოპიის ჩრდილოეთით ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში ჩამოყალიბებულ – აქსუმის სამეფოს.ცნობისათვის,ეს ის სამეფო გახლდათ,სადაც აფრიკის კონტინენტზე პირველად მოიჭრეს საკუთარი ფული. (ავტორი გენია.ჯი) აქსუმის სახელმწიფოს განაგებდა დიდი ძალაუფლების მქონე მონარქი,რომელსაც – „მეფეთმეფედ” მოიხსენიებდნენ.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე ვიდრე ძალაუფლებას გადაიბარებდა,სიმამაცისა და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ვალდებული იყო ხარსა და ლომს შებრძოლებოდა.როგორც ზემოთ ავღნიშნე, „მეფეთმეფეებს” ქვეყანაში განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნდა და ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც,რომ აქსუმელი მონარქები ომის ადგილობრივი ღმერთის – მაჰრემის მემკვიდრედ იყო შერაცხილი დედამიწაზე.საინტერესოა ისიც,რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ ფიზიკურად არ იცნობდა თავიანთ მბრძანებელს,არამედ მისი ხმაც კი არ ჰქონდათ არასოდეს განაგონი.იშვიათი მოვლენა,როდესაც მისთვის თვალის შევლება შეიძლებოდა,სადღესასწაულო დღეები იყო, და ისიც ძალიან შორიდან.ხელისუფალის ნება-სურვილსა და ბრძანებებს მოსახლეობას ამ საქმის სპეციალისტი დიდგვაროვანი ამცნობდა,რომელსაც „მეფის პირს” უწოდებდნენ.კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება,რომ მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა,აქსუმის მეფეთმეფეს მაინც არ გააჩნდა განუსაზღვრელი ძალაუფლება.მაგალითად,მას კატეგორიულად ეკრძალებოდა საკვებზე ხელით შეხება. „მეფის პირის” მსგავსად,ამ საქმესაც რომელიმე განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი დიდგვაროვანი უძღვებოდა,რომელიც საკუთარი ხელით აჭმევ-ასმევდა მონარქს.გარდა ამისა,მეფეთმეფის საქმიანობას მკაცრად ადევნებდა თვალყურს დიდგვაროვანთა საბჭოც. – (ავტორი გენია.ჯი)
აქსუმის სამეფო