ადამ მიცკევიჩი – „ბედოვლათი კაცის ნაღველი”

რამდენის ტრფობით ვიყავ შმაგი,განახელები,

რამდენი მახსოვს,ვით ცა ღრუბლით დაუფარავი!

რამდენ მშვენიერ ბანოვანის ვკოცნე ხელები,

არ დაუწყვილა ამ გულს გული მაინც არავინ.

* * *

რამდენი გავეც უანგაროდ,უსაზღაუროდ,

ღმერთმა იცოდეს,რომ ყველასთან ვიყავ გულწრფელი.

ახლა კი სულში სხვანაირი ჰანგი ხმაურობს,

ვშიშობ,ცხოვრებას დაეჭვებულ მზერით ვუცქერი.

* * *

გემშვიდობებით,მეგობრებო,სუფრის და ლხინის,

თქვენც,ლამაზებო,თქვენს ეკალზეც ბევრჯერ დავები…

მფლანგველი ვიყავ,ახლა უკვე განძს ვუფრთხილდები,

რაც წამიგია,ალალ იყოს,არ გედავებით.

* * *

არ მინდა,მექცეს სამოწყალოდ წლები სიბერის,

არ მინდა,ბოლოს დამენამოს თვალი სისველით.

ვიპოვე იგი – გულმოწყალე და უშურველი -

მაღლა ცაშია ყოველივეს მართლად მიმზღველი.

კომენტარის დატოვება