ალარიხ I – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც „ყოვლისშემძლე მეფედ” წოდებულმა ვესტგუთების პირველმა მეფემ - ალარიხ I-მა (370-410 წლები) „მარადიულ ქალაქს„ ალყა შემოარტყა და ალყაშემორტყმული ქალაქის ხელისუფლებისაგან მთელი ოქრო-ვერცხლი და რომაელების მონობაში მყოფი ყველა „ბარბაროსის” განთავისუფლება მოითხოვა,რომის სენატმა ხანგრძლივი ბჭობის შედეგად გადაწყვიტა მასთან ელჩები გაეგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ელჩებს გუთების ბელადი დაეშინებინათ,აუწყეს,რომ მასთან საბრძოლველად რომის იმპერიის მთელი უზარმაზარი არმია აღსდგებოდა,რაზეც „ბარბაროს” მბრძანებელს ღიმილი მოერია. „ – რაც უფრო ხშირია ბალახი,მით უფრო ადვილია მისი მოთიბვა!” – მრავლისმეტყველად მიუგო ალარიხმა რომაელ დიპლომატებს. „ – მეფეო,თუკი მთელი ავლა-დიდება და ოქრო-ვერცხლი თქვენ გადმოგეცით,მაშინ ჩვენ რაღას გვიტოვებ?” – ჰკითხეს ნირშეცვლილმა და დამფრთხალმა ელჩებმა ვესტგუთების მბრძანებელს. „ – თქვენ სიცოცხლეს!” – ერთმნიშვნელოვნად უპასუხა ალარიხმა მათ და ელჩებთან აუდიენცია შეწყვიტა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ბარბაროსებიდან მომავალი საფრთხის ქვეშ მყოფმა ალყაშემორტყმულმა რომმა 408 წელს ალარიხისათვის მართლაც გაიღო უზარმაზარი ხარკი: 5 000 გირვანქა ოქრო, 30 000 გირვანქა ვერცხლი, 3 000 ნაჭერი ალისფერი ძვირფასი მაუდი, 4 000 აბრეშუმის ტანისამოსი, 3 000 გირვანქა პილპილი.გარდა ამისა,მონობიდან განთავისუფლებული იქნა 40 000 „ბარბაროსი” მონა და გადარჩა.თუმცა ვერ გადარჩა 410 წელს.აღნიშნულ წელიწადს ალარიხმა კვლავაც შემოარტყა ალყა „მარადიულ ქალაქს”.საბოლოო ჯამში კი აიღო და იავარჰქმა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)