ტიბერიუს გრაკხუსი – „ეპიზოდი”

დიდმა ძველ რომაელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ,სახალხო ტრიბუნმა და საკუთარ ძმასთან – გაიუსთან ერთად რომში განხორციელებული მიწის უმნიშვნელოვანესი რეფორმის სულისჩამდგმელმა – ტიბერიუს გრკახუსმა (ძვ.წ.აღ-ით 163-133 წლები),რომელსაც მისდა საუბედუროდ ემსხვერპლა კიდეც ძმასთან ერთად იგი,ხალხით გადაჭედილ რომის მთავარ მოედანზე თანამემამულეებს ფრიად საყურადღებო სიტყვით მიმართა: „ – ველურ მხეცებსაც კი,რომლებიც იტალიაში დაძრწიან,აქვთ საკუთარი ბუნაგი,ხოლო ადამიანები,რომლებიც იბრძვიან და თავს სწირავენ სამშობლოს,ჰაერისა და სინათლის გარდა არაფერი გააჩნიათ,არაფერი აბადიათ და მომთაბარეებივით დაეხეტებიან.რომაელნი საკუთარ თავს მსოფლიოს მეუფეებს უწოდებენ და ამ დროს,საკუთარი მიწის ნაგლეჯიც კი არ აქვთ…” – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. გრაკხუსების მიერ განხორციელებული „მიწის რეფორმის” შედეგად მსხვილ მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები.მათთვის ჩამორთმეული მიწები კი იმ მოქალაქეებს დაურიგდა (თითოეულს დაახლოებით 7,5 ჰექტარი),რომელთაც მიწა არ გააჩნდათ.გარდა ამისა,კანონის ძალით აიკრძალა მიწის გაყიდვაც.მაგრამ,როგორც ხდება ხლომე: „კარგის მქნელსო დედა უტირესო”,სწორედ ასე დაემართა ხალხის საკეთილდღეოდ დამაშვრალ ძმებს,რომლებიც სწორედ იმ დროს მიატოვა „ხალხმა”,როდესაც სასწორზე მათი სიკვდილ-სიცოცხლე იდო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>