ხოსრო I ანუშირვან სამართლიანის შეგონებანი…

„მას უფრო აპატიე შენზე უნებლიედ ავის თქმა,ვიდრე მას,ვინც მის ნათქვამს მოგიტანს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ გსურს სულელად არ ჩაგთვალონ,ნუ ეძებ მას,რისი პოვნაც არ შეიძლება”.

* * *

„თუ გსურს შენს მიერ ხალხისათვის გაწეულმა ამაგმა ფუჭად არ ჩაიაროს,ნურც შენზე გაწეულ ამაგს დაუკარგავ ხალხს”.

* * *

„თუ გსურს სირცხვილი არ ჭამო,რაც არ გეკუთვნის,ნუ მიითვისებ”.

* * *

„ვიდრე დღე და ღამე ერთმანეთს ენაცვლება,ბედის ტრიალი ნუ გაგაკვირვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ გსურს გულს განუკურნებელი ჭრილობა არ მიაყენო,რეგვენებთან ნუ იკამათებ”.

* * *

„ღირსებას მოკლებულ ადამიანს ცოცხლად ნუ ჩათვლი”.

* * *

„თუ გსურს შენს სიტყვებს გასავალი ჰქონდეს,ხელს ცუდ საქმეში ნუ გაისვრი”.

* * *

„ამაოდ ნუ იყიდი,რათა ამაოდ არ გაყიდო”.

* * *

„იმაზე მოტყუებული არავინ დარჩება,ვინც ნაღდს ნისიაში გაცვლის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება