მანიტუს ტბა – (ტბა ტბაში)
მანიტუს ტბა – წარმოადგენს დედამიწის კუნძულებზე განთავსებულ ტბებს შორის ყველაზე დიდ ტბას. (ავტორი გენია.ჯი) კანადაში,კერძოდ კი ონტარიოს რეგიონში მდებარე მანიტულინის კუნძულზე არსებული მანიტუს ტბა ჩამოყალიბებული იქნა გამყინვარების ეპოქის დასრულების ჟამს.თავის მხრივ,მანიტულინის კუნძული ჰურონის ტბაშია განთავსებული და იგი ფართობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია,რომელიც ტბაში მდებარეობს.მანიტუს ტბის საერთო ფართობი 104 კვადრატული კილომეტრია.მისი მაქსიმალური სიგრძე – 19,8 კილომეტრს,ხოლო სიგანე კი – 6 კილომეტრს შეადგენს.ზემოაღნიშნული გარემოებების-და გამო,შესაძლოა,ონტარიოს რეგიონში არსებულ მტკნარი წყლის შემცველი მანიტუს ტბას,- „ტბა ტბაში” ვუწოდოთ.თუმცა,საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ ტბაში განთავსებულია კუნძულიც,რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ – „კუნძული კუნძულზე”.მანიტუს ტბის წყალი ერთობ მდიდარია – კალიუმით,მაგნიუმით,ნატრიუმით,რკინის ოქსიდებით,მინერალური მარილებითა და კალციუმით,რის გამოც მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.ტურისტული სეზონი ამ უნიკალურ ტბაზე მაისის თვეში იწყება და სექტემბრის თვეში სრულდება. – (ავტორი გენია.ჯი)