მეჰმედ II დამპყრობელის ამაყი აღმზრდელის – მოლა აჰმედ გურანის შესახებ…
1432 წლის 30 მარტს თანამედროვე თურქეთის ქალაქ ედირნეში ქვეყნიერებას მოევლინა ოსმალეთის სულთნის – მურად II-ის ვაჟი – მეჰმედი (1432-1481 წლები),რომელიც შემდგომ – მეჰმედ II ფათიჰად,ანუ „დამპყრობელად” იწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ბიზანტიის თვალმარგალიტი დედაქალაქის – კონსტანტინოპოლის მომავალი იავარმქმნელი პრინცის აღსაზრდელად მამამ რამდენიმე სახელოვანი პერსონა შეარჩია,თუმცა პატარა მეჰმედის თავხედი,ანცი,ემოციური და ადვილად ფეთქებადი ბუნების გამო მასთან ურთიერთობა ვერც ერთმა აღმზრდელმა ვერ დაალაგა.თავისი პირდაპირობით ცნობილი მომავალი სულთანი აღმზრდელების მიმართ არავითარ ყურადღებას არ იჩენდა და თუ გამოიჩენდა,მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი აბუჩად აეგდო.ყოველივე ამის შედეგად,მურად II იძულებული გახდა ვაჟის აღზრდა სხვა,ეროვნებით ქურთი აღმზრდელისათვის მიენდო… მეჰმედის ახალი აღმზრდელის სახელი გახლდათ – მოლა აჰმედ გურანი (1410-1488 წლები).პატარა პრინცთან პირველივე შეხვედრის დროს,გურანმა მეჰმედს მათრახი უჩვენა და გააფრთხილა,რომ მას მაშინვე გამოიყენებდა,როგორც კი ამის საჭიროება დადგებოდა.ახალი აღმზრდელის სიტყვებმა მეჰმედს დამცინავი ღიმილი მოჰგვარა,რამაც მისდა გასაოცრად,ცხოვრებაში პირველად აგემა მათრახრახის ძალა… (ავტორი გენია.ჯი) გათავხედებულ პრინცზე,რომლისთვისაც ოდნავი უპატივცემულობაც კი საშინელი რისხვის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა,გურანის მიერ გადაჭერილმა მათრახმა გარდამტეხი მოვლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრებაზე.ეროვნებით ქურთი აღმზრდელის ერთობ გულადმა ქმედებამ მეჰმედში მასწავლებლისადმი დიდი პატივისცემისა და მოწიწების გრძნობა აღძრა და მას შემდეგ არც აღარასოდეს განელებია.
ოსმალეთის სულთნებს მოქმედი ტრადიციისა და ეტიკეტის თანახმად,ქვეშევრდომები მიმართავდნენ სიტყვებით – „ჩემო სულთანო”.თვით სულთნის მშობელი დედაც კი ვალდებული იყო ქვეყნის საჭეთმპყრობელი ვაჟისათვის მიემართა,როგორც – „ჩემო ლომო”, „ჩემო საყვარელო ბატონო” და „ჩემო მბრძანებელო”.თუმცა ერთადერთი შემთხვევა და ერთადერთი პიროვნება ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში,რომელიც სულთანს მხოლოდ და მხოლოდ სახელით მიმართავდა,მეჰმედის აღმზრდელი – მოლა აჰმედ გურანი იყო.ის კი არა და, ამ გონიერ და ამაყ კაცს იმდენად დიდი გავლენა გააჩნდა მბრძანებელზე,რომ მასთან შეხვედრის დროს თავად კი არ ეამბორებოდა ხელზე,არამედ პირიქით,თვითონ პირველი მუფთი უწვდიდა ხელს საამბოროდ ოსმალეთის იმპერიის მრისხანე მბრძანებელს – მეჰმედ II დამპყრობელს.მოგვიანებით,მეჰმედის უშუალო ბრძანების საფუძველზე,სტამბოლად ქცეულ კონსტანტინოპოლში განთავსებულ გვიანბიზანტიურ „წმინდა თეოდორას სახელობის ტაძარს” სახელი გადაარქვეს და „მოლა-გიურანის მეჩეთი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
„მოლა გურანის მეჩეთი” სტამბოლში
მეჰმედ II დამპყრობელი
მოლა აჰმედ გურანი და მეჰმედ II დამპყრობელი