მიხეილ ლერმონტოვის შესახებ…

ტრაგიკული აღსასრულის მქონე გამოჩენილი რუსი პოეტი,პროზაიკოსი და დრამატურგი – მიხეილ ლერმონტოვი (1814-1841 წლები) მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) ერთობ ემოციური და მეამბოხე სულისკვეთების მქონე ლერმონტოვი არა მხოლოდ შესანიშნავი მხატვარი და სკულპტორი გახლდათ,არამედ ბრწყინვალედ ფლობდა ფლეიტასა და ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებასაც.თუმცა,როგორც მისი თანამედროვეები აღნიშნავდნენ,მიხეილს განსაკუთრებულად მაინც ვიოლინოზე დაკვრა იზიდავდა და ვირტუოზულადაც ფლობდა ამ უმშვენიერეს მუსიკალურ საკრავზე დაკვრის ხელოვნებას.ცნობილია,რომ 1829 წელს, 15 წლის ასაკში მყოფმა ლერმონტოვმა ერთ-ერთ კონცერტზე ვიოლინოზე მომაჯადოვებლად შეასრულა გერმანული წარმომავლობის მქონე სახელოვანი რუსი კომპოზიტორის – ლუდვიგ მაურერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მუსიკალური ნაწარმოები.გარდა ამისა,პოეტს ძალიან იზიდავდა კრივი და თავადაც არაერთხელ ჩართულა ხელჩართულ ბრძოლებში.მაგალითად,ჰუსართა პოლკში სამსახურის დროს,მიხეილმა კრივში ორთაბრძოლა გაუმართა კაზაკური პოლკის ლეიბ-გვარდიის ოფიცერს და შესანიშნავი საბრძოლო ხელოვნებაც გამოუჩენია.საბოლოო ჯამში,ლერმონტოვი სწორედ რომ მისი ფიცხი და ემოციური ხასიათის გამოისობით გამართულმა დუელმა იმსხვერპლა 1841 წლის 15 ივლისს (ძველი სტილით). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>