როგორი დამოკიდებულება გააჩნდა ნაპოლეონ ბონაპარტს საფრანგეთის დიდი რევოლუციისადმი?
საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიმდინარეობის ჟამს,ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს – ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) შორიდან ადევნებდა თვალს,თუმცა თავის ნამდვილ გრძნობებს მშვიდად მაინც ვერ გამოხატავდა. (ავტორი გენია.ჯი) მეფის სასახლისაკენ დაძრულ ხალხის უზარმაზარ მასას,რომელსაც მან „ბინძური ბრბო” უწოდა,ბონაპარტი თანამგზავრთან ერთად შემდეგი სიტყვებით შეუერთდა: „გავყვეთ ამ ნაძირლებს”. მას შემდეგ,რაც გამძვინვარებული ხალხი მეფის სასახლეს მიუახლოვდა,დემონსტრატთა სიმრავლით დაზაფრულმა ლუი XVI-მ ფანჯრიდან თავი დაუკრა მათ,რამაც ბონაპარტი უკიდურესად გააღიზიანა. „რა მხდალი ყოფილა! – გადაულაპარაკა მან თანამგზავრს, – ერთი 500 – 600 კაცი ფინდიხით უნდა მიეწვინა და დანარჩენები თვითონ მოკურცხლავდნენო!”
მას შემდეგ,რაც ნაპოლეონი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების სათავეში მოვიდა,მან მიზნად დაისახა,ძირფესვიანად მოესპო ყოველივე,რაც კი საფრანგეთის რევოლუციასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაუნდობლად გაუსწორდა ცოცხლად გადარჩენილ იაკობინელებს; აკრძალა არა მხოლოდ რევოლუციის შესახებ წერა,არამედ იმ პერიოდის მოღვაწეების – რობერსპიერის,დანტონის,მარატისა და სხვათა სახელების ხსენებაც კი.საფრანგეთში მოქმედი 73 გაზეთიდან 69 დახურა.დარჩენილი 4 გაზეთზე კი მკაცრი მეთვალყურეობა დააწესა.ფაქტობრივად,დესპოტური სულისკვეთებით აღვსილმა ბონაპარტმა ქვეყანაში – „დუმილი” გაამეფა. – (ავტორი გენია.ჯი)