ვიკინგების ცეცხლის შენახვის უძველესი და უცნაური მეთოდი
უძველეს ეპოქებში მაცხოვრებელი სკანდინავიელი ხალხი – ვიკინგები,რომლებიც VIII – XI საუკუნეებში შიშის ზარს სცემდნენ ევროპის კონტინენტს,ცეცხლის შესანახად ერთობ უცნაურ,თუმცა-კი საკმაოდ პრაქტიკულ მეთოდს მიმართავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ საქმისათვის,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ვიკინგები – შარდს იყენედნენ.ისინი ხის მერქანზე არსებულ სოკოებს შარდში ხარშავდნენ,რის შემდგომაც მათ აშრობდნენ.ცნობილია,რომ შარდი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმის ნიტრიტებს,რომლებიც თავის მხრივ,ხის სოკოს საშუალებას აძლევდა მისი წვის პროცესი მაქსიმალურად გახანგრძლივებულიყო.ცნობილია ისიც,რომ ვიკინგები ცეცხლის შენახვის აღნიშნულ მეთოდს განსაკუთრებით ხშირად შორეული ზღვაოსნობის დროს მიმართავდნენ.როგორც ექსპერტები ირწმუნებიან,სკანდინავიელი ხალხის მიერ ცეცხლის შენახვის ეს მეთოდი ყველაზე საინტერესო მეთოდია იმ მეთოდებს შორის,რომელთაც ისტორიის ადრეულ ეტაპებში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეროვნების ხალხი მიმართავდა ცეცხლის შესანახად. – (ავტორი გენია.ჯი)