ადრიატიკის ზღვის სახელწოდების შესახებ…
აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის არსებული – ადრიატიკის,იგივე ადრიის ნახევრად ჩაკეტილმა ზღვამ თავისი სახელწოდება როვიგოს იტალიური პროვინციის უძველესი ქალაქიდან – ადრიადან მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ თანამედროვე ეპოქაში ქალაქი ადრია მისივე სახელწოდების მქონე ზღვის სანაპიროდან 22 კილომეტრით არის დაშორებული. „ვილანოვას კულტურის” ხანაში,რომელმაც თავის მხრივ,შემდგომში ადგილი დაუთმო ეტრუსკების ცივილიზაციასა და კულტურას, ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ვენეციური ქალაქი ადრია მართლაც რომ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე იყო განთავსებული და ადრიატიკის ჩრდილოეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პორტსაც წარმოადგენდა.იმავე პერიოდში ადრიატიკელი ვენეტების მიერ (იტალიის უძველესი ხალხი) დაარსებულ ქალაქ ადრიაში უერთდებოდა მდინარეები – პო და ადიჯე ადრიატიკის ზღვას.მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ბუნებრივი პროცესის შედეგად მდინარეების დელტებმა აღმოსავლეთით გადაინაცვლეს,რამაც ადრიატიკის ზღვის უკან დახევა გამოიწვია.შესაბამისად,ამ ბუნებრივმა პროცესმა ქალაქი ზღვის სანაპიროს მოწყვიტა.თუმცა თავდაპირველად,იგი არა მხოლოდ უკავშირდებოდა ადრიატიკის ზღვას არხის საშუალებით,არამედ ინარჩუნებდა კიდეც მნიშვნელოვანი პორტის ფუნქციასაც.თუმცა ეს გრძელდებოდა მანამ,სანამ ქალაქი ადრია ბარბაროსებმა არ ააოხრეს.მიუხედავად ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბუნებრივი მოვლენებისა,ადრიატიკის ზღვამ მაინც შეინარჩუნა თავისი უძველესი სახელწოდება. – (ავტორი გენია.ჯი)
ქალაქი – ადრია
ადრიატიკის ზღვა