„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიბრძნე ორგვარია: ერთი – ჭკუა,მეორე – გონება.ჭკუის სწავლა შეიძლება,გონება კი ღვთის წყალობაა და მას ვერც ერთი მასწავლებელი ვერ შეგძენს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სამი რამ მუდამ გულდასმით დახშული უნდა გქონდეს: თვალი იმისაგან,რაც დასანახი არ არის; ენა იმისაგან,რაც სათქმელი არ არის და ხელი არ წაატანო იმას,რაც არ გეკუთვნის”.

* * *

„ქვეყნად კაციშვილი არ მოიძებნება,რომელმაც კაცთმოყვარეობა არ დაიჩემოს”.

* * *

„ვიდრე პირში სული გიდგას,სიყალბეზე ბეჭედს ნუ დაუსვამ”.

* * *

„ყველაფერს შენთვის ნუ მოინდომებ,სულერთია,ამის უფლებას მაინც არავინ მოგცემს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვიდრე უმცროსობის ტვირთს არ ზიდავ,უფროსობის სიამეს ვერ იგემებ”.

* * *

„ჭეშმარიტი ადამიანია ის,ვისაც ადამიანებისათვის სარგებლობა მოაქვს”.

* * *

„გამოცდილი ეშმაკი ჯობს გამოუცდელ ადამიანს”.

* * *

„თუ გსურს ჭეშმარიტ ადამიანად დარჩე,სხვისი ქონება ნუ შეგეხარბება.შენი ქონება შენად სცან და ხალხის ქონება – ხალხისად”.

* * *

„თუ სულმოკლე ადამიანის დახმარება დაგჭირდა,საბრალო ხარ. ამბობენ,სამი ვინმეა სიბრალულის ღირსიო: ბრძენი,რომელიც უგუნურს ემორჩილება, ძლიერი,რომელსაც სუსტი მბრძანებლობს და სულგრძელი,რომელსაც სულმოკლე ადამიანის დახმარება სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება