შუა საუკუნეების მოკლე საწოლების შესახებ…
შუა საუკუნეებში აგებული ევროპული ციხესიმაგრეებისა თუ სასახლეების დათვალიერებისას მნახველს თვალში უცილობლად მოხვდება საძინებლებში განთავსებული მოკლე საწოლები. (ავტორი გენია.ჯი) თუ რატომ ანიჭებდნენ შუა საუკუნეებში ევროპელები უპირატესობას მოკლე საწოლებსა და შესაბამისად,დამჯდარ (45 გრადუსიანი კუთხით) მდომარეობაში ძილს,რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული.ერთი ვერსიის თანახმად,შუა საუკუნეებში ასეთი უჩვეულო მეთოდით ძილს გავლენიანი პერსონები იმიტომ ანიჭებდნენ უპირატესობას,რომ მტრების მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში საფრთხისაგან თავი მაქსიმალურად დაეცვათ.ნახევრად მწოლიარე დიდგვაროვნებს ხელი მახვილზე ედოთ,რაც თავის მხრივ,შემდგომში ერთგვარ ტრადიციადაც კი დამკვიდრდა.მეორე ვერსია ცრურწმენებს უკავშირდება: ადამიანებს ეშინოდათ,რომ თუ მფარველი ანგელოზი ან ეშმაკი მათ ძილის დროს განსვენებული ადამიანის პოზაში იხილავდნენ,მათ სულს წარიღებდნენ იმიერში; (ავტორი გენია.ჯი) მესამე ვერსიის თანახმად,ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში ძილი ჯანმრთელობისათვის იყო სასარგებლო.მედიკოსები ირწმუნებოდნენ,რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები დაცულნი იყვნენ ტვინში სისხლის გაჟონვისაგან და გარდა ამისა,უუმჯობესებდა გონებრივ შესაძლებლობებს; მეოთხე – „სამედიცინო” ვერსიის თანახმად,ქვისგან ნაგებ სასახლეებსა და ციხესიმაგრეებში დიდი რაოდენობით გროვდებოდა კვამლი,რაც ხშირად იწვევდა ადამიანებში ფილტვების,სუნთქვის პრობლემას.ამიტომ,ბევრად უფრო ხელსაყრელი რომ ყოფილიყო მათთვის სუნთქვა,ისინი ითვალისწინებდნენ მედიკოსების რჩევებს და თავიანთ საძინებლებში მოკლე საწოლებს ანთავსებდნენ; ხოლო მეხუთე და ყველაზე სანდო ვერსია კი ირწმუნებოდა,რომ წამომჯდარ მდგომარეობაში დაძინება ადამიანებს საჭმლის მონელებაში უწყობდა ხელს.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ზემოაღნიშნული მეთოდით გამოძინებას ადამიანები ევროპაში XX საუკუნის დასაწყისამდე ანიჭებდნენ უპირატესობას. – (ავტორი გენია.ჯი)