ცერატონია

ცერატონია – გახლავთ პარკოსნების ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ოლიგოტიპური გვარის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარე.მათი გავრცელების ძირითადი არეალია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნები. (ავტორი გენია.ჯი) ეს უნიკალური მცენარე,რომელიც 10 მეტრ სიმაღლემდე იზრდება და, რომელსაც სხვა მრავალ სახელთან ერთად – „იოანეს პურსაც” უწოდებენ,ძალიან ჩამოჰგავს ულამაზეს აკაციას.ცერატონიას უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი სხვა რიგის მცენარეებისაგან განსხვავებით არასოდეს ავადდება არც ერთი სახის მცენარეული დაავადებით და მასზე ფეხს ვერ იკიდებს ვერც ერთი სახეობის პარაზიტი. და რადგანაც ცერატონია აბსოლუტურად „სუფთა” მცენარეა,მას ადგილობრივი მოსახლეობა – „წმინდა ხედ” მიიჩნევს.ამას ხელს უწყობს ისიც,რომ იგი არაერთხელ არის მოხსენიებული – „ბიბლიაში”.მაგალითად,ბიბლიის (ახალი აღთქმის) მიხედვით,იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში განმარტოების ჟამს სწორედ აღნიშნული მცენარის ნაყოფით იკვებებოდა (ამიტომაც უწოდეს  – „იოანეს პური”).ადრეულ პერიოდებში დამკვიდრებული მოსაზრებით,ის,ვინც ცერატონიას ყვავილობას შეესწრებოდა,ბედნიერებას ეწეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ისრაელის სამეფოს ბრძენ მეფეს – სოლომონს საბის სამეფოს ლეგენდარულმა დედოფალმა – ბალკიდამ იერუსალიმში ვიზიტის დროს საჩუქრად ცერატონიის თესლი გადასცა.

ცერატონიას 20 სანტიმეტრის მქონე ყავისფერი ნაყოფი სპეციფიკური სუნის მატარებელია და ერთგვარად ჩამოჰგავს რქას.ადრეულ პერიოდებში აღნიშნული ნაყოფით ძირითადად იკვებებოდნენ ღარიბები.გარდა ამისა,ცერატონიის ნაყოფით კვებავდნენ შინაურ პირუტყვსაც.

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,ბედუინებს თავიანთი სატრფოები სწორედ იმ დროს მიჰყავდათ შორეულ ადგილებში განთავსებულ ცერატონიასთან,როდესაც იგი ყვავილობდა.იმ შემთხვევაში,თუ გოგონასათვის ცერატონიას ნაყოფის სპეციფიკური სურნელი ნაცნობი აღმოჩნდებოდა,შეყვარებული მამაკაცი მას იქვე კლავდა,რადგან ეს იმის მაუწყებლად აღიქმებოდა,რომ სატრფოს უკვე გააჩნდა სექსუალური გამოცდილება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>