ოთარ ჭელიძე – „შვილთა განკითხვა”

ეჰ, ძმაო,

ჯერ კიდევ რამდენია

ზურგსუკან

ბებუთის ამლესავი,

მათ პირზე

ღიმილის ვარდებია,

გული აქვთ

სარების ღამესავით.

მათ ვიცნობ, -

ვეროდეს დამჩრდილავენ

სულით და

ღირსებით ბიჭბუჭები,

მე მათებრ

არც ბოღმა მაჩიავებს,

არც მათი

ფულივით ვიჭმუჭნები.

მედროვე

ქლესესთან წაჩხუბებას

და მერე

სინანულს,სივაგლახეს

ეგებ სჯობს

დათმობა,გაყუჩება.

მაგრამ დრო

ამავ დროს მიკარნახებს:

არასდროს არ თვალო,რამდენია

შენს გზაზე

განრთხმული თავყვითელა,

დღესავით ცხადი და

ნათელია

რა ფასად

გიმეტებს გამყიდველი.

მაგრამ ვის

ან რომელს ეღირსება

ღალატით

გაგჯეგოს,გადაგთელოს,

თუ შვილთა

განკითხვა ეკისრება

მსაჯულთა დიდ მსაჯულ

საქართველოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>